საუკეთესო მეგობრები სამუდამოდ?!

საუკეთესო მეგობრები სამუდამოდ?!

კეიტა "რეალ სარაგოსასთან" კავშირს არ წყვეტს და კვლავაც და კვლავაც აგრძელებს მასთან მეგობრობას. ეს მეგობრობა არც მეტი, არც ნაკლები, სეიდუს მიერ გატანილი გოლების წყალობით ცოცხლობს. მალელი ნახევარმცველი კი რის სეიდუ კეიტა იქნებოდა ეს მეგობრობა, რომ არ გაემყარებინა და კიდევ ერთი ლამაზი გოლი არ ეჩუქნა ფეხბურთის გულშემატკივრისათვის...

 

2009/10 წლების სეზონის დასაწყისში, როდესაც კატალონიის "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "რეალ სარაგოსას" იღებდა, მალელმა ნახევარმცველმა მოახერხა და მეტოქის კართან დაახლოება მოასწრო. მან ამ შეხვედრაში გაიბრწყინა: გაიტანა 3 გოლი და გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა. თუმცა ამ შეხვედრაში ცდა არც ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაუკლია და არც მესის, რაც შედეგზეც აისახა – იბრას 2 გოლი, მესის კი ერთი. საბოლოო ანგარიში კი 6–1.

 

დღევანდელ მატჩამდე, კეიტას ანგარიშზე 15 გოლი იყო. გათექვსმეტება კი მისთვის ძალიან კარგად ნაცნობ "სარაგოსასთან" გადაწყვიტა. პირველ ტაიმში მას აშკარად ეტყობოდა, რომ "სარაგოსასთან" კვლავ ახლო ურთიერთობის დამყარება სურდა და რომ იგი გოლს გაიტანდა. საბოლოოდ კი ისე აღმოჩნდა, რომ ტაიმის მიწურულს ანგარიში გაიხსნა და მატჩში ერთადერთი გოლიც გავიდა. გოლის ავტორი კი თვით სეიდუ კეიტა გახლდათ.

 

ახლა კი ვინ იცის, იქნებ ეს "მეგობრობა" სამუდამოდ გაგრძელდეს და არ დაიშუროს და არ დაიშუროს მარსელ, ლორიენ, ლენს, სევილია და ახლა უკვე, "ბარსელონაგამოვლილმა" ნახევარმცველმა ლამაზი, თაურით შესრულებული გოლები...

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.