კიდევ ერთი კითხვის ნიშანი

კიდევ ერთი კითხვის ნიშანი

 

როგორც მოგეხსენებათ, სამშაბათს კატალონიის "ბარსელონა" "ჩემპიონთა ლიგის" 1/8–ური ეტაპის განმეორებითი მატჩის გასამართად ლონდონის "არსენალს" უმასპინძლებს. ლონდონელთა მხრიდან ბევრი ისეთ ფეხბურთელის მოძებნა შეგვიძლია, რომლებმაც შესაძლოა ამ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს. ამ ფეხბურთელთა სიას დღეს ვილშირიც დაემატა...

 

ინგლისელმა ნახევარმცველმა, ჯეკ ვილშირმა, დღეს "სანდერლენდის" წინააღმდეგ თამაშისას კოჭი დაიზიანა. ასე, რომ "მეთოფეებს" შესაძლოა სამშაბათს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდეთ, რაც მათთვის არც თუ ისე სასიამოვნო სიახლე გახლავთ. "ვილშირს კოჭის პრობლემა აქვს. იგი კვირას არ ივარჯიშებს, მაგრამ შესაძლოა გუნდს ორშაბათს შემოუერთდეს", განაცხადა ლონდონელთა ფრანგმა თავკაცმა, არსენ ვენგერმა.

 

თეო ვოლკოტი, რობინ ვან პერსი, სესკ ფაბრეგასი, ალექს სონგი და ახლა უკვე ჯეკ ვილშირი – ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომელთა "ბარსასთან" თამაში–ართამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.