ჩავი: "ჩვენ ფავორიტები ვართ"

ჩავი: "ჩვენ ფავორიტები ვართ"

სამშაბათი ახლოვდება და გუნდი "ჩემპიონთა ლიგის" 1/8–ური შეხვედრის გასამართადაც ემზადება. გვარდიოლას გუნდისთვის ეს ამ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. "ბარსას" ერთ–ერთი ლიდერი, ჩავი ერნანდესი გადაცემა "El Maker"–ს ესტუმრა, სადაც განაცხადა: "ჩვენ ვთამაშობთ საკუთარ მოედანზე და ჩვენ ფავორიტები ვართ."

 

ჩავის აზრით, სამშაბათის შეხვედრა სეზონში ძალიან დიდ როლს ითამაშებს. "ეს შეხვედრა ძალიან რთული იქნება. ეს ერთგვარი ტესტიცაა. "არსენალი" დიდებული გუნდია და ეს არის გუნდი, რომელიც თავის დასაცავად მზადაა", განაცადა კატალონიელმა ფეხბურთლმა. "ეს არის შემტევი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია აგრესიული ფეხბურთელები. თუ ჩვენ ჩვენს ინდივიდუალურობას შევინარჩუნებთ, მაშინ ბევრს მოვიგებთ."

 

მოგეხსენებათ ეს შეხვედრა შესაძლოა "არსენალის" რამდენიმე ლიდერმა გამოტოვოს, რაზეც შეკითხვა ჩავისაც დაუსვეს. 2010 წლის მუნდიალის ჩემპიონმა კი ასეთი რამ განაცხადა: "მე მგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვან პერსი გამოტოვებს ამ მატჩს. ეს ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. მას "9" ნომრად თამაში ძალიან კარგად გამოსდის. ვოლკოტსაც აწუხებს კოჭი, მაგრამ შესაძლოა იგი ვიხილოთ. ცესკიც თავისუფლად ითამაშებს, მაგრამ ჩვენ საუბარი "არსენალზე" გვაქვს. ისინი ჩვენთან ნახევრად გამარჯვებულები ჩამოდიან და მარტივი არაფერი არ იქნება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩვენ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ჩვენ ჩვენი მხარდაჭერების დახმარებით ფავორიტებად ვითვლებით."

 

პიკე ამ მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს, რაც კატალოიელებს დაცვაში დიდ პრობლემებს შეუქმნის. ასევე კარლეს პუიოლისთვის მედიკოსების თამაშზე თანხმობა არ განუცხადებიათ. "ეს ყველაფერი მტკივნეულია", განაცხადა ჩავიმ. "ამ დღეებში ჩვენ მასთან ერთად ვვარჯიშობდით, მაგრამ ყველაფრის შემდეგ მას ტკივილები მაინც აწუხებდა. ეს რთული ტრავმაა. ვიმედოვნებ, რომ მას მოედანზე ვიხილავთ."

 

გუნდი სამ ფრონტზე იბრძვის. "ქვეყნის ჩემპიონატში საქმეები კარგად მიდის. "სამეფო თასიც"  50%–ით ჩვენ ხელთაა და "ჩემპიონთა ლიგის" ეს შეხვედრაც შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს. ვნახოთ რა მოხდება", დაასრულა ჩავი ერნანდესმა.

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.