პიკე: "ჩემი შაკირასთან ურთიერთობა თამაშში ხელს არ მიშლის"
ესპანური "ბარსელონას" მცველმა ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ მისი და შაკირას ურთიერთობა ფეხბურთის თამაშში ხელს არ უშლის და არც შეუშლის. ასევე მაღალტანიანი ფეხბურთელი დარწმუნებულია კარლეს პუიოლის "არსენალთან" თამაშში.
"ჩემი ურთიერთობა შაკირასთან? ეს პირადი ცხოვრებაა, რომელიც ჩემს საფეხბურთო კარიერაზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს. რაც შეეხება კარლეს პუიოლს; დარწმუნებული ვარ ჩვენი კაპიტანი მოახერხებს და გამოჯანმრთელდება ლონდონელებთან მატჩამზე. იგი საჭირო ფიგურაა და რა თქმა უნდა მასთან ერთად უფრო ადვილი იქნება ვიდრე მის გარეშე." –განაცხადა პიკემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]