გვარდიოლამ პიკეს ურჩია არ დამალოს შაკირასთან ურთიერთობა

გვარდიოლამ პიკეს ურჩია არ დამალოს შაკირასთან ურთიერთობა

”მარკას” ინფორმაციით, კატალონიის ”ბარსელონას” ახალგაზრდა მცველს, ხერარდ პიკეს ახლო ურთიერთობა აქვს ცნობილ კოლუმბიელ მომღერალ შაკირასთან.

ამ თემაზე ესპანეთში ბევრს საუბრობენ. თვითონ პიკე უკვე აღარ მალავს ურთიერთობას. სულ რამდენიმე დღის წინ ”ბარსელონას” მცველმა ერთ-ერთ ცნობილ სოციალურ ქსელზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის შაკირასთან ერთადაა აღბეჭდილი. მათთან ერთად არიან პიკეს თანაგუნდელი და ახლო მეგობარი, კატალონიური გრანდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი საცოლესთან, მალენა კოსტასთან ერთად.

კატალონიის ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თავის მხრივ ურჩია ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის ”ბარსელონას” მცველს, აღარ დამალოს ცნობილ მომღერალთან ურთიერთობა, რათა ბოლო მოუღოს ჭორებსა და ვარაუდებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.