ლეო მესი "არსენალთან" მატჩზე
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ "არსენალთან" მატჩზე ისაუბრა ჟურნალისტების წინაშე.
"ჩვენ ჩვენს თავში დარწმუნებულნი ვართ. ჩვენ შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა, მაგრამ ვაცნობიერებთ იმას, რომ "არსენალი" სერიოზული მეტოქეა. "ემირეითსის" სტადიონზე ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ და მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ, ასეთია ფეხბურთი".
"არსენალს" ძალიან კარგად შეუძლია დაცვაში თამაში, ასევე სწრაფად შეუძლია გადასვლა კონტრშეტევაზე. მათი წამყვანი ფეხბურთელები უსწრაფესები არიან , მაგრამ რამდენიმე მათგანი დააკლდება მათ".
"ფრანცესკ ფაბრეგასის თამაშის საკითხი კვლავ უცნობია, ესპანელი ყველაფერს აკეთებს, რომ მოემზადოს ამ მატჩისათვის. თუკი იგი მოედანზე ვერ გამოვა, მის გუნდს ძალიან გაუჭირდება" – დაასრულა მესიმ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]