გვარდიოლა:”უილშირის დონის ფეხბურთელები სარეზერვო გუნდში გვყავს”

გვარდიოლა:”უილშირის დონის ფეხბურთელები სარეზერვო გუნდში გვყავს”

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური განმეორებითი მატჩის წინ, სადაც ერთმანეთს ”ბარსელონა” და ”არსენალი” დაუპირისპირდებიან კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჯეკ უილშირი სარეზერვო გუნდის ფეხბურთელად მოიხსენია და განაცხადა, რომ ის მისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა. გვარდიოლამ აღნიშნიშნა, რომ უილშირის დონის ფეხბურთელები მას სარეზერვო გუნდში ჰყავს, გვამცნობს ინგლისური Daily Mail. ”ბარსელონას” მწვრთნელის აზრით არსენ ვენგერი უილშირს მხოლოდ იმიტომ აძლევს ძირითად გუნდში თავის გამოჩენის საშუალებას, რადგან ის არ განიცდის ისეთ ზეწოლას, როგორსაც მისი შეგირდები ტიტულისთვის ბრძოლაში.

ის შეიძლება კარგი ფეხბურთელია ”არსენალისთვის” და ინგლისის ნაკრებისთვის, მაგრამ მისი დონის ფეხბურთელები ჩვენ სარეზერვო გუნდში გვყავს. მას გაუმართლა, რადგან ”არსენალს” აქვს დრო და არ განიცდის ზეწოლას, რაც გაიძულებს მოიგო ტიტულები რაც შეიძლება სწრაფად” - განაცხადა გვარდიოლამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.