"ლიონი" მემფის დეპაის ფასს დააკლებს
ფრანგული L'Equipe-ის ინფორმაციით, "ლიონი" მემფის დეპაის ფასის შემცირებაზე თანახმა იქნება. ჰოლანდიელი თავდამსხმელი "ბარსელონას" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, თუმცა კლუბს საჭირო თანხის მობილიზება უჭირს.
წყაროს ცნობით, "ლიონი" 26 წლის ფეხბურთელს დაახლოებით 25 მილიონ ევროდ (12.5 მილიონი ტრანსფერისთანავე, დანარჩენი კი დროთა განმავლობაში) გაყიდის, მაგრამ "ბარსასთვის" ტრანსფერის განხორციელება ამის გათვალისწინებითაც კი ძნელი იქნება.
როგორც "ლიონის" პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლამ გუშინ განაცხადა, შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადა 2 ოქტომბერია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]