ვენგერი გრიზმანზე: საკუთარ პოზიციაზე უთამაშებლობა გრძელვადიან პერსპექტივაში რთულია

ვენგერი გრიზმანზე: საკუთარ პოზიციაზე უთამაშებლობა გრძელვადიან პერსპექტივაში რთულია

ლონდონის "არსენალის" ყოფილი მწვრთნელი, ლეგენდარული არსენ ვენგერი, "ბარსელონას" ფრანგი შემტევის, ანტუან გრიზმანის ირგვლივ არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა. 

"საკუთარ პოზიციაზე უთამაშებლობა გრძელვადიან პესპექტივაში საკმაოდ რთულია. თავდაპირველად ის ამ გამოწვევას ღებულობს, მაგრამ თუ ის ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს... 

გრიზმანი გახლავთ მოთამაშე, რომელმაც ცენტრში უნდა ითამაშოს, რადგან აქტიურობა მისი ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, ასევე სიზუსტე თავის მოქმედებებში. ანტუანი შესაძლოა საშიში იყოს გადამწყვეტ მომენტში და გაიტანოს გოლები, თუმცა ლიონელ მესის ფაქტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს.", - ვენგერის სიტყვებს Marca ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 ოქტომბერი 2020 11:40
    0
    ანუ ლეო უშლის ხელს?