"ელ კლასიკოს" მსაჯი ცნობილია

"ელ კლასიკოს" მსაჯი ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ 24 ოქტომბერს გასამართი "ელ კლასიკოს" მსაჯის ვინაობა გახდა ცნობილი. ლა ლიგის გადაწყვეტილებით, მთავარ ესპანურ დაპირისპირებას 38 წლის ხუან მარტინეს მუნუერა განსჯის.

თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, "ბარსელონა" მარტინეს მუნუერას ფავორიტი გუნდია. კატალონიელებმა მისი მსაჯობით ჩატარებული თამაშების 75% მოიგეს. მე-2 ადგილზე "რეალია" 63%-ით.

"ბარსელონასაც" და "რეალსაც" ხუამ მარტინეს მუნუერას მსაჯობით 24-ჯერ უთამაშიათ. კატალონიელებს 18 მოგება, 3 ფრე და 3 მარცხი აქვთ, ხოლო მადრიდელებს 15 მოგება, 5 ფრე და 4 მარცხი.

მუნუერას "ბარსელონას" ფეხბურთელი მოედნიდან გაძევებული არ ჰყავს. "ბლაუგრანას" სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი მან 6-ჯერ დანიშნა. მეტოქე ფეხბურთლი ხუან მარტინესმა 3-ჯერ გააძევა, "ბარსას" კარში კი პენალტი ერთხელ დანიშნა.

"რეალის" სტატისტიკა ასეთია - 1 წითელი ბარათ და 5 პენალტი, ხოლო მადრიდელთა მეტოქეების - 2 წითელი ბარათი და 2 თერთმეტმეტრიანი.

შაბათს გასამართი შეხვედრა ხუან მარტინეს მუნუერასთვის პირველი "კლასიკო" იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Sergio5
    სტუმარი [?]
    #4 22 ოქტომბერი 2020 20:48
    2
    ციტატა: Messi, Iniesta
    აუუუ კარგით რაა, 18:00 გამოვდივარ მეცადინეობიდანნ🤦‍♀️ანუ 20 წუთით გვიან დავიწყებ ყურებასს😔

    უთხარი 20 წუთით ადრე გამოგიშვას ამ ერთხელ თუ შეიძლება

    პირველ კურსზე რო ვიყავი შუალედური მქონდა 3_ზე, ის კლასიკო იყო 4 საათზე რო დაიწყეს და ლექტორს ვთხოვე მეთქი რაღაც უნდა მომიხერხოთ თქო და წინა ჯგუფთან მოდი და იქ დაწერე რა პრობლემააო მითხრა მახსოვს, ის ქალი დღემდე მაგრა მევასება
    Messi, Iniesta
    სტუმარი [?]
    #3 22 ოქტომბერი 2020 20:39
    1
    აუუუ კარგით რაა, 18:00 გამოვდივარ მეცადინეობიდანნ🤦‍♀️ანუ 20 წუთით გვიან დავიწყებ ყურებასს😔
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 ოქტომბერი 2020 16:44
    1
    "შაბათს გასამართი შეხვედრა ხუან მარტინეს მუნუერასთვის პირველი "კლასიკო" იქნება".

    ალეკო ელისაშვილის შეხვედრა გამახსენდა ამომრჩევლებთან კახეთში: "მაგრა დადექ ბიჯოოო, არ ჩაიჯვა არააა"(იმედია არ ჩაიჯვავს პირველივე კლასიკოში და ხანდახან ვარსაც დაეკითხება რჩევას)
    Culé [?]
    #1 22 ოქტომბერი 2020 16:12
    1
    ხილ მანსანოს და მატეო ლაოსს კი ჯობია რომ ფიქრობდენ იმ 2 ეს ყველაზე კაი ვარიანტი იყო ჩემი აზრით
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა