ლეო მესის ყველაზე ცუდი სტარტი ბოლო 13 წელიწადში
"ბარსელონას" არგენტინელი კაპიტანი, ლიონელ მესი, სასურველ სათამაშო ფორმაში არ იმყოფება, რასაც სტატისტიკაც მოწმობს.
2020/21 წლების სეზონში ლეომ 6 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 2 გატანილი გოლია (ორივე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან). Mundo Deportivo წერს, რომ მას ასეთი ცუდი შედეგი 2007/08 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია.
მაშინ, ჯერ კიდევ, 20 წლის მესიმ პირველ 6 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, სეზონი კი 16 ბურთით დაასრულა. მომდევნო სეზონში, როდესაც გუნდს უკვე პეპ გვარდიოლა წვრთნიდა, მან ეს შედეგი გააორმაგა.
ამ მხრივ, საუკეთესო მაჩვენებელი 2012/13 და 2017/18 წლების სეზონში დააფიქსირდა, როდესაც პირველ 6 მატჩში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]