პიკე დაცვას გააძლიერებს

პიკე დაცვას გააძლიერებს

ამ სეზონში, მართლაც შეუძლებელია შეინარჩუნო 4 ძირითადი მცველი. აქამდე მივყავართ გაუთავებელ ტრავმებს, დისკვალიფიკაციებსა და შემადგენლობის როტაციებს, მაგრამ ამ უკანასკნელს გვარდიოლა იშვიათად მიმართავს, რადგანაც ჰყავს შესანიშნავი ოთხეული: ალვეში, პუიოლი, პიკე და აბიდალი. ამ ოთხიდან ვალდესის საუკეთესო დამხმარედ ითვლება ფრანგი მცველი, რომელიც ამ სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს.

 

"სანჩეს პისხუანზე" გვარდიოლა იძულებულია როტაციას მიმართოს, რადგანაც კაპიტანი ტრავმირებულია. მის ადგილს, როგორც წინა შეხვედრებში, სავარაუდოდ, დაიკავებს აბიდალი და შეუწყვილდება პიკეს. როგორც იცით, ხერარდმა წინა შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, თუმცა დაბრუნების შემდეგ საკუთარ ადგილს მიაშურა.

 

პიკეს დაბრუნება გამოიწვევს სერხიო ბუსკეტსის ცენტრში დაბრუნებას, რომელიც "არსენალთან" შეხვედრაში პიკეს შემცვლელად მოგვევლინა. ხოლო ფლანგზე, სავარაუდოდ, გამწესდება ადრიანო კორეია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.