გიორგი წიტაიშვილი "ბარსელონასთან" თამაშს შეძლებს

გიორგი წიტაიშვილი "ბარსელონასთან" თამაშს შეძლებს

კიევის "დინამოს" 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი, კორონავირუსისგან განიკურნა და ხვალ, "ბარსელონასთან" თამაშს შეძლებს.

მან "კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრა სწორედ კოვიდ-19-ის გამო გამოტოვა. ქართული წარმოშობის ფეხბურთელი, ამჟამად, უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების წევრია.

გარდა წიტაიშვილისა, ვირუსი "დინამოს" კიდევ 8 ფეხბურთელმა დაამარცხა, მათ შორის არიან გუნდის ორი მეკარე: ბუშანი და ბოიკო. შესაბამისად, დიდი ალბათობით, მოედანზე ვეღარ ვიხილავთ პირველი მატჩის აღმოჩენას, რუსლან ნეშჩერეტს.

თუმცა კიეველთა მთავარ მწვრთნელს, მირჩა ლუჩესკუს, კორონავირუსმა 4 ფეხბურთელი წაართვა: ტიმჩიკი, კოსტიჩევი, სიდორჩუკი და ციგანკოვი. მათი დაინფიცირება ახლახანს, ეროვნულ ნაკრებში ყოფნისას მოხდა. 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ხვალ, "კიევის ოლიმპიურ სტადიონზე", თბილისის დროით 23:55 საათზე, დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 ნოემბერი 2020 12:20
    6
    ის მეკარე რო აღარ დააყენოს სირცხვილი იქნება.ტიპმა რა თამაში ჩაატარა.მარა ჩვენი შტეგოც მაგარი იყო.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.