მესის დარჩენაში დარწმუნება ძალიან რთული იქნება - პრეზიდენტობის კანდიდატი ბენედიტო

მესის დარჩენაში დარწმუნება ძალიან რთული იქნება - პრეზიდენტობის კანდიდატი ბენედიტო

პრეზიდენტობის კანდიდატმა, აგუსტი ბენედიტომ, EFE-სთან ინტერვიუში ლიონელ მესის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა:

"იქნება თუ არა ადვილი ლეო მესის დარჩენაში დარწმუნება? გული მიგრძნობს, რომ ეს ძალიან რთული უნდა იყოს. მან გადაწყვეტილება უკვე მიიღო და თან ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრა. ძალიან მიმძიმდა იმის მოსმენა, რომ მესის "ბარსელონას" დატოვება უნდოდა.“
"არ მჯერა, რომ ახალი ხელმძღვანელობა მის შენარჩუნებას შეძლებს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ახალი ბორდი მოსვლის დღიდანვე ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდება. რაც არ უნდა მოხდეს, მესი "კულედ" დარჩება. "ბარსა" კვირას 121 წლის ხდება და დარწმუნებული ვარ, გუნდი წინსვლას მესის გარეშეც შეძლებს."

ლეოს კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში გასდის და ახალ კლუბთან წინასწარი შეთანხმების გაფორმება მას იანვრიდანვე შეუძლია.

არჩევნები 24 იანვარს არის ჩანიშნული, შესაბამისად, შესაძლოა, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლისთანავე მესის სხვა გუნდში გადასვლა ოფიციალურად გადაწყვეტილიც ჰქონდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 ნოემბერი 2020 00:46
    2
    არ სჭირდება მესის დარჩენაში დარწმუნება ისედაც არსად წავა ეს რაც მის გარშემო ხდება პრესის ბრალია ცოტა დრო უნდა და მოვა ისევ გუნებაზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 ნოემბერი 2020 22:35
    1
    ეს ძაან დიდი იმედებით მოდის უკვე🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"