ხვალ ძლიერ, ერთიან გუნდად დავდგებით - კუმანი "იუვენტუსთან" მატჩის წინ

ხვალ ძლიერ, ერთიან გუნდად დავდგებით - კუმანი "იუვენტუსთან" მატჩის წინ

რონალდ კუმანი "იუვენტუსთან" დაპირისპირებამდე პრესკონფერენციას მართავს:

"ჩვენი მიზანი ყველა მატჩის მოგებაა. გვსურს, რომ ჯგუფური ეტაპი ლიდერების ამპლუაში დავასრულოთ. 3-ქულიანი უპირატესობა გვაქვს და პირველი ადგილით გასვლა სავსებით რეალურია.

უსმან დემბელეს ტრავმა ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც განრიგის შესახებ ვდაობ. გადატვირთული გრაფიკის გამო, მოთამაშეებს ვკარგავთ. ფრანგის დაზიანება მისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან, ბოლო პერიოდში, კარგად გამოიყურებოდა.

თუ ხვალ დავმარცხდებით, იმედგაცრუებული ვიქნები. მოთამაშეებს ვარჯიშზე უკვე ვუთხარი, რომ "კადისთან" გაშვებული გოლების მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს. 

ბევრი შანსი შევქმენით, თუმცა ეფექტურად ვერ გამოვიყურებით და დაუშვებელ შეცდომებს ვუშვებთ. ამისი გაანალიზება საჭიროა.

მესის მხოლოდ საქმეზე ვეკონტაქტები, პერსონალური საკითხები უკანა ფლანგზეა.

პედრიმ 17 წლის ბიჭის კვალობაზე, მონაწილეობა ბევრ მნიშვნელოვან მატჩში მიიღო, ამას ნამდვილად იმსახურებდა. 

ხვალ ძლიერ, ერთიან გუნდად დავდგებით, რადგან პირველი ადგილი გვინდა. 

ფილიპე კოუტინიო? მას მოედანზე სრული თავისუფლება აქვს, მას ბალანსის პოვნა სჭირდება.

როგორც მოთამაშეს, არ მომწონს, როდესაც მწვრთნელი ფლანგზე დარბის და ყვირის. მოედანზე მეტი პასუხისმგებლობის აღება გვჭირდება.

რატომ გვაქვს სხვა შედეგი ლა ლიგაში? ესპანეთის ჩემპიონატში გუნდები კარგად გვიცნობენ და წინააღმდეგობას გვიწევენ.

მესი ჩვენს შეტევაში ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისმა ფეხმა ბევრი მატჩი მოგვაგებინა. ხანდახან, მისი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ის დაცვაში შეცდომებს არ უშვებს.

პიანიჩი? ბოსნიელს "ბარსელონაში" განსხვავებული როლი აქვს, მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება.

მესი თუ რონალდუ? ორივე მოთამაშეს ვაღმერთებ, რადგან მათ ბევრი ლამაზი საღამო გვაჩუქეს.

დე ლიგტი? სირცხვილია, რომ ის "იუვენტუსში" თამაშობს და არა - "ბარსელონაში". თუმცა, ყველაფერი ჩემ მოსვლამდე გადაწყდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    axalibarca
    სტუმარი [?]
    #13 8 დეკემბერი 2020 10:42
    0
    დემბელეს ტრამვაზე ახალი ხო არაფერი იცით ? რამდენი დრო ჭირდება ?
    MARADONA1968
    სტუმარი [?]
    #12 8 დეკემბერი 2020 00:11
    1
    ესპანეთის ჩემპიონატში გუნდები კარგად გვიცნობენ და წინააღმდეგობას გვიწევენო, შენც ვერმიცანები დააყენე სასტავში, როგორც ქენი კიევში და ფერეცვასთან.
    Culé [?]
    #11 7 დეკემბერი 2020 20:09
    0
    არაუხო შეაჩვიე ძირითაადსსს!!!!!
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    მსლ
    სტუმარი [?]
    #10 7 დეკემბერი 2020 19:58
    1
    3:1 ბარსა იგებს

    barca-1
    barca-2 barca-3 barca-4 barca-5
    უეჭველიიი მოგება
    B.A.r.c.A
    სტუმარი [?]
    #9 7 დეკემბერი 2020 18:16
    2
    დე ლიხტიო კაროჩე ჰოლანდიელების გარდა ფეხბურთს ვერავინ თამაშობს ამისთვიის არადა დეიონგს მოუხდებოდა მოხოდავდნენ ერთმანეთს
    Mes cue un club 1899
    სტუმარი [?]
    #8 7 დეკემბერი 2020 18:04
    3
    არ აქვს მნიშვნელობა წააგებ თუ მოიგებ უბრალოდ მეტი შანსი უნდა შეიქმნას შეტევაში აგრესიული ფეხბურთი უნდა ითამაშოს გუნდმა როგორ უკანი ასევე წინ
    იუვენტუსი ვაი რა ნახე დაცვით არ გამოირჩევა და ძალიან ამოწეულებიც არიან ხოლმე ამიტომ მართებული იქნება ორი ფორვარდით თამაში
    ფლანგზე კი კოუტინიო დადგება
    მგონია რომ თავის სიტყვას იტყვის ხვალ ბარსელონა
    Culé [?]
    #7 7 დეკემბერი 2020 17:02
    1
    იუვენტუსთან ვერ მოგება კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა რომ ბარსა ძლიერ გუნდებთან ვერაფერს შვება და ვერც ერთ ტიტულზე ვერ გაიწევს. ძლიერებთან კიარა კადისსა და ხეტაფესთანაც აგებენ. თავმოყვარეობა განულებული აქვს ბევრ ფეხბურთელს, რაც არ უნდა აჯვან და ამცირონ მაინც არ უნდათ უკანალის გარყევა. ფატის გარეშე შეტევა ძაან არ მომწონს, ფაქტობრივად ფლანგიდან არ მიდის გარღვევები და ისევ ცენტრში ეტენებიან სადაც დაცვის 3 ბარიერია გასავლელი.
    Ani benzo
    სტუმარი [?]
    #6 7 დეკემბერი 2020 17:00
    2
    Am tamashs barca rom ar waagebs titqmis darwmunebuli var imitom rom meoreze gasvlis shemtxvevashi sheidzleba mervedfinalshi bavarias shexvdes, rac albat sikvdilis tolfasia barcastvis
    GioKakiashvili
    სტუმარი [?]
    #5 7 დეკემბერი 2020 16:42
    0
    ბოლოს რაო??
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 დეკემბერი 2020 16:42
    3
    ძირითადი კამანდით გაიყვანე გუნდი რა დროს დასვენებებია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 დეკემბერი 2020 16:35
    1
    ყვირილი არ მევასებაო. ბიჭო ყვირილი და ნაკერზე გახევა არც მე მიმაჩნია მწვრთნელის მხრიდან სწორ საქციელად. მაგრამ ხო შეიძლება რაღაც მითითება მისცე თამაშისას. ამის გასაკეთებლად სულაც არაა ყვირილი საჭორო. კუმანი კიდე ზის წარბებშეკრული. სულ ასე ჯდომა არ არგებს გუნდს. კი გასაგებია რომ შეცდომებზე თამაშების მერე ებაზრება ფეხბურთელებს, მაგრამ თუ ხედავ რომ რაღაცას ვერ აკეთებენ, მაშინვე უთხარი შე დალოცვილო და იქნებ გამოასწორონ, იქნებ აღარ წააგონ კადისებთან და ხეტაფესთან. რამდენად დიდი ჭკუის პატრონიც არ უნდა იყოს მწვრთნელი და რამდენად მაგრადაც არ უნდა უხსნიდეს გუნდს თავის ნააზრევს აზრი არ ექნება თუ შეცდომებზე თამაშის დროსვე არ მიუთითა. ეს კიდე დაჯდება და შემოიდებს აკაკისავით თავზე ხელს. ჩემი მოკლე მოსაზრება ეს იქნება რომ ლაპორტა რომ მოიგებს არჩევნებს ამასთან დიდი ხნით საქმის დაჭერის სურვილი არ ექნება თუ ასე გააგრძელა ყოველი მეორე თამაშის წაგება.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    dola777
    სტუმარი [?]
    #2 7 დეკემბერი 2020 16:35
    6
    3-1 ვიგებთ ამ თამაშს ჩემპიონთა ლიგაზე სხვა მოტივაციით თამაშობენ ბიჭები. barca-4
    ბარსა_ბარჩა
    სტუმარი [?]
    #1 7 დეკემბერი 2020 16:25
    2
    2-1 იუვენტუსი მგონია მოიგებს ან 1-0 ბარსას იმედი აღარმაქ