ანდრეა პირლო: ალბათ, მესის ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" არგენტინელი კაპიტნის, ლიონელ მესის, სათამაშო ფორმაზე სატრანსფერო ფანჯრის დროს მომხდარი სკანდალის გავლენას აფასებს.
იგი საკუთარი ცხოვრების, და არა კარიერის, უჩვეულო პერიოდშია, რადგან მას ზაფხულში პრობლემები ჰქონდა.
თამაშის დროს, იგი თავის შესაძლებლობებს ყოველთვის ავლენს. პრობლემა სპორტულზე მეტად, ალბათ, ფსიქოლოგიურია, თუმცა ეს ჩვენ ["იუვენტუსს"] არ გვეხება.
იგი ფენომენია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია.
- იტალიელის სიტყვებს Marca ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლეოს გუნდიდან წასვლა სურდა, თუმცა კლუბის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მას ამის საშუალება არ მისცა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]