"ვალიადოლიდის" მწვრთნელი: კუმანი საკუთარი პრინციპების ერთგულია
"ვალიადოლიდის" მთავარი მწვრთნელი, სერხიო გონსალესი, Sport-თან ინტერვიუში მომავალი მეტოქის, "ბარსელონასა" და რონალდ კუმანის, შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, კატალონიური კლუბის მთავარი სისუსტე დაცვის ხაზია.
ახლა, "ბარსელონა" გარდაქმნის პერიოდს გადის. გუნდში ახალი მწვრთნელია და შემადგენლობის საკმაოდ ღრმა გადახალისება მიმდინარეობს.
მთავარი პრობლემა, რასაც შორიდან ვხედავ, არის დაცვა. ჟერარის დაკარგვამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია, რაც მინდორზე კარგად ჩანს. არაუხო და მინგესა პერსპექტიული ფეხბურთელები არიან, თუმცა მათ გამოცდილება აკლიათ.
კუმანს ერთ-ერთი პრესეზონის დროს შევხვდი. მაშინ "ესპანიოლით" "საუთემპტონთან" ამხანაგური მატჩი გვქონდა. იგი ძალიან კარგად დაგვხვდა, სამწვრთნელო ბაზა დაგვათვალიერებინა და კლუბის ამა თუ იმ ასპექტზე გვესაუბრა. ეს ძალიან თბილი და მეგობრული შეხვედრა იყო.
იგი საკუთარი პრინციპებისა და სათამაშო სქემის ერთგულია, ეს მწვრთნელზე ბევრს რამეს ამბობს.
- თქვა გონსალესმა.
"ვალიადოლიდის" წინააღმდეგ შეხვედრა 22 დეკემბერს, 01:00 საათზე, გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]