დღის გოლი - მესის გავლენა, ინიესტას მაგია და კუენკას ლამაზი დარტყმა
"ბარსელონამ" დღევანდელი დღის გოლად ისააკ კუენკას მიერ 9 წლის წინ გატანილი გოლი შეარჩია.
2011 წლის 3 დეკემბერს "ბარსამ" "ლევანტე" 5-0 გაანადგურა. შეხვედრის მე-3 გოლი, 36-ე წუთზე, ისააკ კუენკამ გაიტანა.
ამ გოლში კარგად ჩანს თამააშზე მესის გავლენა, ინიესტას მოედნის ხედვა და ელეგანტურად თამაშის დონე.
რაც შეეხება კუენკას - "ბარსელონას" შემდეგ 29 წლის ფეხბურთელმა "აიაქსში", "დეპორტივოში", "ბურსასპორში", "გრანადაში", "ჰაპოელ ბეერ შევასა" და "სეგან ტოსუში" ითამაშა, ამჟამად კი იაპონურ "ვეგალტა სენდაიში" თამაშობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]