ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელები - მესის მე-2 ადგილზე გადასვლის შანსი აქვს
იმ შემთხვევაში, თუ დღეს ლიონელ მესი განაცხადში მოხვდა (რაც თითქმის გარანტირებულია), ხოლო "ბარსამ" ესპანეთის სუპერ თასის ფინალში "ბილბაო" დაამარცხა, ლეო ყველა დროის ყველაზე ტიტულიან ფეხბურთელებს შორის მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლებს.
თუ დღეს "ბარსამ" მოიგო, მესის კარიერაში 37 ტიტული დაუგროვდება. ის ამ მაჩვენებლით ანდრეს ინიესტასა და მაქსველს გაუთანაბრდება და ყველა დროის ყველაზე ტიტულიან ფეხბურთელს, დანი ალვესს მიუახლოვდება. ლეგენდარულ ბრაზილიელ მარჯვენა მცველს კარიერაში 42 ტიტული მოუგია.
მესის 36-დან 34 ტიტული "ბარსელონას" მაისურით აქვს მოგებული - 10 ლა ლიგა, 8 ქვეყნის სუპერ თასი, 6 ესპანეთის თასი, 4 ჩემპიონთა ლიგა, 3 ევროპის სუპერ თასი და 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. არგენტინის ნაკრებთან ერთად კი მან ოლიმპიადა და 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
ისტორიაში ყველაზე ტიტულიან ფეხბურთელს, დანი ალვესს ტიტულების ნახევარზე მეტი (23) "ბარსელონაში" აქვს მოგებული - 6 ლა ლიგა, 4 ესპანეთის თასი, 4 ესპანეთის სუპერ თასი, 3 ჩემპიონთა ლიგა, 3 ევროპის სუპერ თასი და 3 მსოფლიოს ჩემპიონატი.
ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:
- დანია ლვესი 42
- ანდრეს ინიესტა 37
- მაქსველი 37
- ლიონელ მესი - 36
- რაიან გიგზი - 36
- კენი დალგლიში - 35
- ჟერარ პიკე - 34
- ვიტორ ბაია - 34
- ჩავი ერნანდესი - 33
- კრიშტიანუ რონალდუ - 32
როგორც ხედავთ, ათიდან 5 "ბარსას" ლეგენდაა. გარდა ამისა, მაქსველს 37-დან 9 ტიტული "ბარსელონაში" აქვს მოგებული, ხოლო ვიტორ ბაიამ 34 ტიტულიდან 5 "ბლაუგრანაში" მოიგო. ათეულიდან მხოლოდ სამია, ვისაც "ბარსელონაში" არ უთამაშია. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებს შორის ყველაზე ტიტულიანი სწორედ "ბარსელონაა".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]