5 არარეგულარული ფეხბურთელი, რომელიც ბარსას შეუძლია გაყიდოს და ლა მასიას ფეხბურთელებით ჩაანაცვლოს
კლუბის ფინანსური მდგომარეობის გამო, "ბარსამ" ზოგიერთი არარეგულარული ფეხბურთელის გაყიდვა უნდა განიხილოს და "ლა მასიას" ფეხბურთელებით ჩაანაცვლოს .
Tribuna-ზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ "ბარსელონას" იმ მოთამაშეებს, რომელთა გაყიდვის შემთხვევაში კატალონიურ კლუბს დიდი დანაკარგი არ ექნება:
ფეხბურთელი, რომელიც "ბარსამ" უნდა გაყიდოს: ნეტუ
ფეხბურთელი, რომელიც მას ჩაანაცვლებს: ინიაკი პენია
როგორც რონალდ კუმანმა განაცხადა, ნეტუს კლუბის დატოვება სურს, ამიტომ ზაფხულში მისი გაშვება პრობლემებს არ წარმოქმნის. იმის მაგივრად, რომ კლუბმა მილიონები დახარჯოს ტერ შტეგენის რეზერვზე, შეუძლია ინიაკი პენიათი ჩაანაცვლოს. ესპანელ ფეხბურთელს ამ სეზონში "ბარსა ბ-ში" 6 ტურის განმავლობაში კარი მშრალად 3-ჯერ აქვს შენახული.
ფეხბურთელი, რომელიც "ბარსამ" უნდა გაყიდოს:ლანგლე/უმტიტი
ფეხბურთელი, რომელიც მას ჩანაცვლებს: არნაუ ტენასი
კლუბისთვის ამ 2 ცენტრალური მცველის არსებობა კარგია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ასპარეზობენ ისინი ამ სეზონში, "ბარსა" სეზონის ბოლოს რომელიმეს გაყიდვაზე უნდა დაფიქრდეს. მათი ადგილი შეიძლება დაიკავოს არნაუ ტენასმა, რომელიც ამ სეზონში კარგ ფორმაშია. ის "ბარსა ბ-ში" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ყველა ხელმისაწვდომი დრო აქვს გამოყენებული. მის ანგარიშზეა ერთი გოლიც.
ფეხბურთელი, რომელიც "ბარსამ" უნდა გაყიდოს: ჟუნიორ ფირპო
ფეხბურთელი, რომელიც მას ჩაანაცვლებს: ხუან მირანდა/ალექს ბალდე
ჟუნიორ ფირპო ჟორდი ალბას ღირსეული რეზერვია, მაგრამ ჯერ არ არის საკმარის დონეზე, რომ კონკურენცია გაუწიოს მას საწყის შემადგენლობაზე. კატალონიელებს ჰყავთ ახალგაზრდა ფეხბურთელები, ხუან მირანდა და ალექს ბალდე, რომელიც აშკარად უფრო პერსპექტიულები არიან, ვიდრე ჟუნიორ ფირპო. ამჟამად ბალდე "ბარსა ბ-ში" ასპარეზობს, მირანდა კი იჯარის წესით "ბეტისში".
ფეხბურთელი, რომელიც "ბარსამ" უნდა გაყიდოს: მირალემ პიანიჩი
ფეხბურთელი, რომელიც მას ჩაანაცვლებს: ხანდრო ორელანა
როგორც ჩანს, კუმანი პიანიჩს ბუსკეტსის რეზერვად მიიჩნევს, ბოსნიელი ფეხბურთელი კი თავისი როლით "ბარსელონაში", კმაყოფილი არაა. ორივე მხარისთვის უკეთესი იქნება, თუ ზაფხულში "ბარსელონა" მას სხვა გუნდს მიჰყიდის. ხანდრო ორელანა კი ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია, მას შესანიშნავი მუშაობის მაჩვენებელი აქვს. მისი გრძელი ჩაწოდებები ანდრეა პირლოს მოგაგონებთ.
ფეხბურთელი, რომელიც "ბარსამ" უნდა გაყიდოს: ფრანსიშკუ ტრინკაუ
ფეხბურთელი, რომელიც მას ჩაანაცვლებს: ალექს კოლადო
პორტუგალიელი ფეხბურთელის გაყიდვა ნამდვილად უსამართლო იქნებოდა, რადგან ის მეტ შანსებს იმსახურებს, თუმცა "ბარსელონამ" თავისი ფინანსური მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს და ტრინკაუ სეზონის ბოლოს გაყიდოს. რთულია დავასახელოთ არგუმენტი, იმის დასამტკიცებლად რომ ტრინკაუ კოლადოს რაიმეთის სჯობს. თავის მხრივ კოლადო მრავალმხრივი ფეხბურთელია, რის გამოც იმსახურებს პირველ გუნდში შანსებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]