რონალდ არაუხოს ინტერვიუ

რონალდ არაუხოს ინტერვიუ

კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo რონალდ არაუხოსთან ინტერვიუს გვთავაზობს. 

"ბარსელონას" ურუგვაელმა მცველმა ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა. 

ბავშვობაში ყველაზე მეტად რონალდინიოს თამაში მიზიდავდა. როცა დაცვაში გადავინაცვლე, პუიოლისა და ფერდინანდის თამაშებზე დაკვირვება დავიწყე. ახლა ვცდილობ, ყველას დავაკვირდე და ცოტა ინფორმაცია ყველა მოთამაშისგან მივიღო. ჩემს გუნდებში ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან - გოდინი, ხიმენესი, პიკე... მათგან ბევრს ვსწავლობ. 
"სოსიედადთან" პენალტების სერიამდე თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ ძირითად დროში კარგი თამაში ვაჩვენეთ და შედეგზე არ უნდა გვენერვიულა, თერთმეტმეტრიანები მშვიდად შეგვესრულებინა და ამ მომენტით გვესიამოვნა. 
მახსოვს, როგორ გავიგე პირველად "ბარსელონას" ინტერესის შესახებ. ურუგვაიში ვიყავი, მეძინა და ჩემმა აგენტმა დამირეკა. ვიცოდი, რომ ევროპაში იყო, მაგრამ ზუსტად სად - არა. გამოვფხიზლდი და მან მითხრა: "მოემზადე, კვირას აქ მოდიხარ". "სად აქ?" - ვუპასუხე. "აჯობებს, არ გითხრა..."
საწოლიდან ავდექი და მშობლებს დავურეკე - პირველად ყოველთვის ამას ვაკეთებ. უზომოდ გახარებული ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ "ბარსელონასთან" საქმის ბოლომდე მიყვანა ადვილი არ იქნებოდა. 
"ბარსას" გარდა ინტერესი სხვა ევროპულმა კლუბებმაც გამოხატეს. მოგვიანებით გავიგე, რომ მათ შორის მადრიდის "რეალიც" იყო, მაგრამ უკვე "ბარსელონასთან" ერთად ვიყავი და თავს ბედნიერად ვგრძნობდი. 
ჩემი მიზანია, აქ დიდხანს დარჩენა მოვახერხო. 10 წელი? ნამდვილად კარგი იქნებოდა. 
კუმანს მცველების კარგად ესმის, რადგან თვითონაც ამ პოზიციაზე თამაშობდა. ვარჯიშებზე წინა მატჩების ვიდეოებს ვაანალიზებთ და ვცდილობთ, დაშვებული შეცდომები არ გავიმეოროთ. 
ტერ შტეგენი ხშირად მესაუბრება და მეუბნება, როგორ შევარჩიო პოზიცია, როგორ ვიყო ბურთით მშვიდად და ბევრ მნიშვნელოვან რჩევას მაძლევს. ლუის სუარესის დარიგებებიც მნიშვნელოვანი იყო. 
გასახდელში ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ისეთი თანაგუნდელი, რომლის გვერდითაც მთელ დროს ვატარებ, არ მყავს, თითქმის ყველას კარგად ვეწყობი. 
ვხედავ, რომ კლუბი აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს და ეს ძალიან მომწონს. ჩემთვის პირველ გუნდთან ერთად პირველი სეზონია. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. 
ვარჯიშის დროს აქტიური ვარ. ყოველთვის ვსაუბრობ, თანაგუნდელებს ვუყვირი და ვამხნევებ. ეს ჩემი ბუნებრივი ხასიათია და ვფიქრობ, რომ მოედანზე გვეხმარება. 
ჩემი ფიზიკური მონაცემები ძირითადად გენეტიკის დამსახურებაა, მაგრამ სხვა ფეხბურთელებთან ერთად დამატებით ფიზიკურ ვარჯიშს დროს ხშირად ვუთმობ. მუდმივად მძიმე წონებს ნამდვილად არ ვწევ, თუმცა ვცდილობ, ჩემს სხეულზე კარგად ვიზრუნო. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 30 იანვარი 2021 22:36
    1
    არ დავიწყებ იმის განხილვას თუ როგორია ეს ბიჭი, ამაზე ქვემოთ ყველამ ისაუბრა. ამას ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე ხვალ, ის წვერებიანი სიმულიანტი უნდა შეჭამოს და ბოლოს ის საყვირი უკან გაუკეთოს.
    [?]
    #10 30 იანვარი 2021 17:56
    1
    ციტატა: C.PC5
    ამ ინტერვიუშიც აშკარად ჩანს ამის ლიდერული თვისებები. ამიტომ მინდა ამას უფრო ახლო ურთიერთობა რომ ჰქონდეს პუიოლთან. ამისგან ახალ კაპიტანს გამოძერწავს❤️

    მოვიდეს ლაპორტა დროზე და მოიყვანს პუის, თუ რა თქმა უნდა ისიც ფონტის კადრი არაა. ფაქტია ფრენკი პედრი არაუხო ფატი ის ოთხეულია რომელსაც ბარსაში 7-8 წლის მერეც ვხედავ, შეიძLება სხვებიც მარა ამათ უეჭველი, Mთავარია ბართომეუ არ მობრუნდეს და არ დაყიდოს :D ან ვინმე ეგეთი და მეორე, უმთავრესი, ეს ბიჭები უნდა დავიცვათ ტრავმებისგან მაქსიმალურად, როოტაციით, სწორი ვარჯიშით, სწორად დატვირთვით. მძიმე ტრავმებია რო ღუპავს ამდენ კარგ მოთამაშეს, მუნიესა კუენკა სამპერი როგორ მწყდება მაგათზე გული, ფატიც გახიეს შუაზე, ნაკრები, გუნდი იქ დატვირთვა აქ ძირითადი და ეტირა დედა. პედრი არაუხოც მაგის ზღვარზე არიან, ფრენკის კიდე აქვს გამოცდილება მარა მაგ ორისთვის პირველი სეზონია დიდ ფეხბურთში და შეუცვლელად თამაში ამდენი ფრენა, 120 წუთიანი გასვლები, ცოდოები არიან. და ვინც გარსიას ყიდვის წინააღმდეგია წელს იმ 3 მილიონად თუ რაღაცა თანხად, ყველა ბართომეუს კადრია. მოიყვანონ და აქედანვე დაიწყოს ადაპტაცია გუნდთან თორე ზაფხულს პიკეც რო დაბრუდნება რომელიც სათამაშო დროის ღორია, ლენგლე, არაუხო მინგესა, უმტიტი თU ვერ გავყიდეთ, ფაქტია არავის უნდა, 5 მცველში კონკურენცია მოუწევს. ან მიიღებს დროს ან ვერა.
    B.A.r.c.A
    სტუმარი [?]
    #9 30 იანვარი 2021 17:47
    1
    კარგია რო სხვის შეცდომებზე არ იჭრება და დავდაჯერებულობას ინარჩუნებს პიკესთან ერთად თამაში გაუსწორდებაა ამას პესეჟესთა უნდა იყვნენ ეს და ტერ შტეგენი ლიდერებიი გარდამტეხი იქნება ეა 2 ფეხბურთელი მაგ თამაშში
    ბასქუ10
    სტუმარი [?]
    #8 30 იანვარი 2021 17:46
    1
    ძალიან კარგი ახლაგაზრდაა თავისი ლიდერული თვისებებით გამორჩეული, საკმაოდ ძლიერი და მონდომებულია, მოკლედ რომ ვთქვა ახალი მონსტრია, იმედია უმტიტი მოიხოდება და ამ ორის დუეტი საოცარი იქნება
    ANSU FATI 10
    სტუმარი [?]
    #7 30 იანვარი 2021 14:21
    4
    ამას უკვე ჩვენი მცველებიდან ყველაზე მეტად ვენდობი, პსჟსთან გამოჩნდება რეალურად რა შეუძლია მაგრამ ერთს ვიტყვი,რომ თუ არაუხო-უმტიტის დუეტი დადგება პსჟს არაფერში ჩამოუვარდებით მაგრამ თუ არაუხო და ლენგლე ათამაშა გაგვტენიან და არაუხოსაც ბევრში შეაწმენდს ხელებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 30 იანვარი 2021 13:59
    1
    ამ ინტერვიუშიც აშკარად ჩანს ამის ლიდერული თვისებები. ამიტომ მინდა ამას უფრო ახლო ურთიერთობა რომ ჰქონდეს პუიოლთან. ამისგან ახალ კაპიტანს გამოძერწავს❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #5 30 იანვარი 2021 13:39
    3
    ეს დე იონგი პედრი პუჩი ფატი ძალიან კარგები არიან ყველა უნდა შეინარჩუნოს ბარსამ , ნდობა გამოუცხადოს და დრო მისცეს , რაც შეეხება , მინგესას დესტს დემბელეს ტრინკაუს კონრადს მორიბას მათ უფრო უნდა მოინდომონ ძალიან კარგები არიან და აქვთ პერსპექტივა , ახალგაზრდები არიან მეტი შრომა და მეტი აზროვნება და ძალიან კარგი გუნდი გვყავს.. გარსია თუ მოვა.ლენგლე უნდა წავიდეს ზედმეტი იქნება , არაუხო მინგესა უმტიტი პიკე და პლუს გარსია საკმარისია , ძირითადში არაუხო უმტიტი , პიკე მოტივატორი გამოცდილი და მასწავლებელია , გარსიამ და მინგესამ დრო უნდა დაიმსახურონ და იბრძოლონ , მარცხენა ფლანგზე ტალიაფიკო ან გაია გვჭირდება ალბას შემცვლელად და კონკურენტად , მარჯვენა ფლანგზე დესტი ათამაშდება და.რობერტოც დადგება როტაციის პონტში , დე იონგი პუჩი პედრი ძირითადის ნახევარდაცვა მაგრამ ჯერ ბუსკეცი მაინც შეუცვლელია და პუჩი თავის შანსს უნდა დაელოდოს ძალიან მომწონს ეგ ბიჭი ბევრად მეტ დროს იმსახურებს ეს 3 ერთმანეთს იდეალურად შეეწყობიან და დიდებულ ტრიოს შექმნიან , სკამზე მორიბა პიანიჩი თუ ვეინალდუმი მოვიდა ვეინალდუმიც თუ არადა მომავალში ერთი კარგი ნახევარმცველი დაგვჭირდება რადგან კოუ დაგვტოვებს , წინა ხაზს რაც შეეხება ცენტფორვარდი გვჭირდება , ფატი გრიზმანი მესი , კი ბატონო კარგია მაგრამ გრიზმანი ფორვარდი როგორც მკვლელი არაა თუ დემბელე წავა მის მაგივრად უნდა მოვიდეს ძლიერი ფორვარდი , ჰოლანდი მეეჭვება მოვიდეს , და სხვა არ ვიცი ლაუტარო კარგი ვარიანტია , ტრინკაუ კონრადი სკამზე , ვნახოთ ცუდი გუნდი არ ვართ უბრალოდ ბევრი ასპექტია გასაუმჯობესებელი ძალიან ბევრი , მთავარია ჯერ ლაპორტა მოვიდეს..
    Always cule
    სტუმარი [?]
    #4 30 იანვარი 2021 13:13
    0
    ბარსას მომავალია არაუხო, უმტიტიმ თუ ტრავმა აღარ მიიღო უნდა შეათამაშოს კუმანმა ეს ორი და მგონია რომ მაგარი დუეტი იქნება. რამდენჯერაც ერთად ითამაშეს კარგად იდგნენ და რო შეთამაშდებიან ერთმანეთთან უფრო უკეთესი იქნება
    Culé [?]
    #3 30 იანვარი 2021 12:50
    5
    ეს პედრი და ფატი მომავალში საუკეთესოები იქნებიან თავიანთ პოზიციებზე
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    Culé [?]
    #2 30 იანვარი 2021 12:41
    0
    არაუხოს უკვე თამამად შეიძლება დაეყრდნოს გუნდი და ჰქონდეს მისი იმედი,მოუთმენლად ველოდები იმ დღეს როცა ძირითადში უკვე ისე მოიკიდებს ფეხს რომ ლენგლე საერთოდ მოკვეთოს და ამოაგდოს ძირითადი შემადგენლობიდან,მაქამდე კი ბევრი აღარ უკლია,ახლაც ჯობს უკვე იმ დაბნეულ და პირდაღებულ ლენგლეს რომლის ადგილი დიდი ხანია უკვე სათადარიგოთა სკამზეა.
    Culé [?]
    #1 30 იანვარი 2021 11:47
    7
    ყოჩაღ ამის აგენტს. ძალიან კაია რომ აქ ხარ და არა სხვაგან. შენ ხარ დაცვის მომავალი ლიდერიი💜❤
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "