კარლოს ტევესი: ერთადერთი რამ რაც მესის სჭირდება, მსოფლიოს ჩემპიონობაა
Marca-სთან ინტერვიუში კარლოს ტევესმა ლიონელ მესიზე ისაუბრა და მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინელის დასანანი უიღბლობა გაიხსენა.
"ერთადერთი რამ რაც მესის სჭირდება, ეს მსოფლიოს ჩემპიონობაა. ფეხბურთს მისთვის სწორედ ეს დარჩენია ვალად. არავისთვისაა ეს ფაქტი იმაზე მტკივნეული, ვიდრე ჩვენთვის, არგენტინელებისთვის."
2022 წელს ყატარში გასამართი მუნდიალი, უდიდესი ალბათობით, მესისთვის უმაღლესი საფეხბურთო ჯილდოს მოსაპოვებლად საბოლოო შანსი იქნება.
"ლა პულგას" სანაკრებო კარიერაში 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]