ალფრედ შროიდერი: ჟერარ პიკე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანია
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, რომალდ კუმანის თანაშემწემ ალფრედ შროიდერმა გუნდის ცენტრალური მცველის, ჟერარ პიკეს "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში დაყენებაზე კომენტარი გააკეთა.
პიკეს დღეს პსჟ-სთან მნიშვნელოვან დაპირისპირებაში 3-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე პირველად ვიხილავთ.
პიკე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანია. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ჟერარის მოედანზე ყოფნა მნიშვნელოვანია მისთვის, გუნდისთვის და ასევე მეტოქისთვის. მან და კუმანმა ისაუბრეს და გადაწყვიტეს, ის ითამაშებს.
გუნდი პსჟ-სთან თამაშისთვის ენთუზიაზმით აღსავსე და ძალიან მოტივირებულია. მნიშვნელოვანია როგორც გოლების არ გაშვება, ასევე გატანა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]