ჟირუ სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს "ბარსელონას" შესთავაზეს - Cat Radio
Catalunya Radio "ჩელსის" თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
კატალონიის რადიოს ცნობით, ჟირუ ზამთრის გასული სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირაში "ბარსელონას" შესთავაზეს. 34 წლის ფეხბურთელის ფასი მხოლოდ 5 მილიონ ევროს შეადგენდა.
ფრანგმა შემტევმა გუშინ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩში "ატლეტიკოსთან" შესანიშნავად ითამაშა. "ლურჯებმა" მადრიდული გუნდი სტუმრად სწორედ ჟირუს ბრწყინვალე გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]