სევილია-ბარსელონა - შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა "სევილიასთან" დაახლოებით ერთ საათში გასამართი მნიშვნელოვანი თამაშის შემადგენლობა დაასახელა.
"ბარსას" თერთმეტეული ასე გამოიყურება:
ტერ შტეგენი, დესტი, მინგესა, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, დემბელე.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა დღეს მოულოდნელად 5 მცველით თამაში გადაწყვიტა.
"ელჩესთან" მატჩისგან განსხვავებით, ნახევარდაცვაში, დე იონგთან და პედრისთან ერთად, ამჯერად ბუსკეტსს ვიხილავთ.
"სევილიასთან" შეტევაში დემბელე და მესი ითამაშებენ.
შეხვედრა 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]