ბარსელონა-უესკა - მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-უესკა - მატჩისწინა მიმოხილვა

ლა ლიგის 27-ე ტურში "ბარსელონა" უჩვეულო დღეს, ორშაბათს ითამაშებს.

"ატლეტიკომ" ქულები ისევ დაკარგა, "რეალი" კი სერხიო რამოსის დაბრუნების შემდეგაც წვალობს - ეს ნიშნავს, რომ "ბარსელონას" მიერ ლა ლიგის მოგება ისევ რეალურია.

თუ დღეს ბოლოადგილოსან "უესკასთან" "კამპ ნოუზე" მოვიგებთ, "ატლეტიკოსთან" ჩამორჩენა 4 ქულამდე შემცირდება.

დღეს უბრალოდ მოგება საკმარისი არ იქნება - მეტოქის გათვალისწინებით ადვილი მოგება აუცილებელია როგორც თავდაჯერებულობის მოსამატებლად, ასევე ძალების დასაზოგად.

სათამაშო ფორმა

"ბარსელონამ" ჯერ შედეგები გამოასწორა, ბოლო მატჩებში კი თამაშიც. პსჟ-სთან საკუთარ კედლებში 1-4 წაგების შემდეგ კატალონიელებმა პარიზში მეტოქეს აჯობეს და მართალია, ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ, მაგრამ დაამტკიცეს, რომ ისევ გრანდის შესაფერ ფეხბურთს თამაშობენ.

"ბარსას" შიდა ჩემპიონატში 16 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ასეთი შედეგით თავს სხვა ვერავინ იწონებს. რომ არა კლემან ლანგლეს მიერ "კადისთან" დაშვებული უაზრო შეცდომა, რონალდ კუმანის გუნდს ბოლო 11 შეხვედრა მოგებული ექნებოდა. ახლა კი "ბლაუგრანას" 2021 წელს ლა ლიგაში ჩატარებულ 11 თამაშში 10 მოგება და 1 ფრე აქვს - ნებისმიერ გუნდისთვის ძალიან კარგი შედეგი.

"უესკა" ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება. ცოტა ხნის წინ არაგონელებმა ორ შეხვედრაში 4 ქულა კი აიღეს, მაგრამ ბოლო ტურში "სელტასთან" საკუთარ კედლებში დამარცხდნენ. ხუან პაჩეტას გუნდს ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ერთი გასვლითი თამაში აქვს მოგებული.

დანაკლისი

"ბარსელონას" განაცხადი ცნობილი ჯერ არაა, მაგრამ დიდი ალბათობით გუნდს რონალდ არაუხო დაუბრუნდება. თუმცა ასევე დიდი ალბათობით ურუგვაელს სასტარტო შემადგენლობაში არ ვიხილავთ.

კუმანის განკარგულებაში ისევ არ იქნებიან ჟერარ პიკე, სერჟი რობერტო, ფილიპე კოუტინიო და ანსუ ფატი.

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს მხოლოდ 5-ჯერ შეხვედრიან. "ბარსელონამ" პირველი 3 დაპირისპირება ძალიან მარტივად მოიგო (4-0, 8-1, 8-2), შემდეგ იყო ნულოვანი ფრე, მიმდინარე სეზონში კი "ბლაურანამ" მხოლოდ 1-0 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ "კამპ ნოუზე" ჩატარებულ ორივე შეხვედრაში "უესკამ" 8 გოლი გაუშვა.

არბიტრი

შეხვედრას 36 წლის ადრიან კორდერო ვეგა განსჯის.

კორდერო ვეგა 2010 წლიდან მსაჯობს. 2015 წელს ის ესპანეთის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2018 წელს კი ამ არბიტრს დებიუტი ლა ლიგაშიც ჰქონდა.

ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში ვეგას მხოლოდ 50-ჯერ უმსაჯია. აქედან 2-ჯერ "ბარსელონას" მატჩში. კატალონიელებმა ორივე ეს შეხვედრა მოიგეს - "ალავესთან" სტუმრად 2-0 და "ლევანტესთან" შინ 2-1. პირველ შემთხვევაში, ხელით თამაშის გამო, კორდერომ "ბარსას" სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ლუის სუარესმა გამოიყენა.

"უესკას" მატჩში ვეგას 15-ჯერ უმსაჯია. არაგონელებმა 3 შეხვედრა მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს. ამ არბიტრმა "უესკასაც" 2 ფეხბურთელი გაუძევა და მეტოქე გუნდებსაც. ზუსტად ასეთი შედეგია თერთმეტმეტრიანების შემთხვევაშიც.

კორდერო ვეგას, თანამემამულე არბიტრებთან შედარებით, ბარათების ჩვენება არ უყვარს. ის მატჩში საშუალოდ 4.56 ყვითელ ბარათს აჩვენებს, რაც ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის მე-19 შედეგია. წითელ ბარათს კი ვეგა თამაშში საშუალოდ 0.22-ჯერ აჩვენებს, რაც მე-16 შედეგია.

საინტერესო ფაქტები

  • "კამპ ნოუზე" გამართულ 2 თამაშში "უესკამ" 16 გოლი გაუშვა;
  • ამ გუნდების პირველ 3 დაპირისპირებაში 23 გოლი გავიდა, ბოლო ორში კი - მხოლოდ 1;
  • ამ გუნდებს შორის "კამპ ნოუზე" აქამდე ჩატარებულ ორ მატჩში 19 გოლი გავიდა;
  • 2021 წელს ლა ლიგაში ჩატარებული 11 თამაშიდან "ბარსელონამ" 10 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა;
  • "უესკამ" ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 20 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო;
  • ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 10 თამაშიდან 9-ში "ბარსელონას" მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
  • ლა ლიგის ბოლო 3 თამაშში "ბარსელონა" კარის მშრალად შენახვას ახერხებდა;
  • "ბარსელონას" "უესკასთან" არასდროს წაუგია;
  • ამ გუნდებს შორის ჩატარებულ ხუთივე შეხვედრაში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • ამ გუნდებს შორის ჩატარებული 5 თამაშიდან 4-ში "ბარსამ" პირველი ტაიმიც მოიგო და შეხვედრაც;
  • "ბარსელონას", ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 6 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • ბოლო 8 თამაშიდან 7-ში "ბარსელონამ" ანგარიშის გახსნა მოახერხა;
  • "ბარსელონას" ბოლო 6 თამაშიდან 5-ში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ბოლო 6 თამაშში "უესკამ" კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა;
  • "უესკას" ბოლო 6 თამაშიდან 5-ში გოლის გატანას ორივე გუნდი ახერხებდა;
  • "უესკას" ბოლო 7 თამაშიდან 5-ში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ.

რონალდ კუმანი მატჩის წინ

ორშაბათ საღამოს თამაში ჩვენთვის უცნაური იქნება. სეზონის დასრულებამდე მარტივი მატჩები არ დარჩა, ამიტომ მყარად უნდა ვიდგეთ.

კუმანის კომენტარი სრულად.

სავარაუდო შემადგენლობები

WhoScored

ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, მინგესა, არაუხო, ლანგლე, დესტი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, დემბელე

უესკა (3-5-2): ფერნანდესი, პულუდო, სიოვასი, ინსუა, მაფეო, გალანი, რიკო, ფერეირო, სეოანე, მირი, ესკრიჩე

SofaScore

ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, მინგესა, არაუხო, ლანგლე, დესტი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, გრიზმანი

უესკა (3-5-2): ფერნანდესი, პულიდო, სიოვასი, ინსუა, მაფეო, გალანი, რიკო, ფერეირო, სეოანე, მირი, ესკრიჩე

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი

უესკა (3-5-2): ფერნანდესი, პულიდო, სიოვასი, ინსუა, მაფეო, გალანი, რიკო, დუმბია, სეოანე, მირი, ესკრიჩე

Sport

ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი, მინგესა, დე იონგი, ლანგლე, დესტი, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე

უესკა (3-5-2): ფერნანდესი, ინსუა, სიოვასი, პულიდო, მაფეო, გალანი, რიკო, სეოანე, ფერეირო, მირი, ესკრიჩე

პროგნოზი

  • WhoScored: 3-1
  • Sportskeeda: 3-0
  • Sportsmole: 2-0
  • Squawka: 2-0

ტრანსლაცია

თამაში თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.

კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 15 მარტი 2021 18:13
    1
    3 ბურთიანი სხვაობა კარგი იქნებოდა.აბა ჰე ბიჭებო
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Always cule
    სტუმარი [?]
    #6 15 მარტი 2021 16:57
    1
    მარტივად უნდა მოვიგოთ წესით დღეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 15 მარტი 2021 15:31
    1
    უესკამ ერთადერთი გასვლითი მატჩი მოიგო ვალიადოლიდთან და იმედია ბარსა არ გახდება მეორე. 😉
    ეს ხუმრობით, თორემ ველოდები 4:0 და ზემოთ. მესის ჰეთ-თრიკი მოგვენატრა, იმ კრისტინკას რატომ უნდა ჩამორჩეს, თან სუარესი კუდში მოსდევს.
    ბასქუ10
    სტუმარი [?]
    #4 15 მარტი 2021 13:35
    2
    მთავარია კარგი და ლამაზი მატჩით ავიროთ 3 ქულა და მნისვნელობა არ აქ ვინ გაიტანს გოლებს
    Diana
    სტუმარი [?]
    #3 15 მარტი 2021 13:32
    1
    ბევრი გოლი გვინდა დღეს და მშრალი კარი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 მარტი 2021 13:30
    2
    რა 2:0 , მესის ჰეთ-თრიკს ველოდები, თხლენზემამაც გამოყო ფეხი 15 გოლი აქვს, ჯეკა კი ერთი ნაბიჯით მოყვება უკან.
    Barcaman12
    სტუმარი [?]
    #1 15 მარტი 2021 13:10
    4
    მესის პოკერს ველოდები..