სოსიედადი-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა
აწი ლა ლიგაში ყველა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელი განსაკუთრებით მნიშვნელოვან დაპირისპირებებს შორის შედის. "ანოეტაზე" მოგება "ბარსელონასთვის" მარტივი არასდროსაა. მართალია, დღეს "ბლაუგრანა" ცარიელი ტრიბუნების ფონზე ითამაშებს, მაგრამ ამ სტადიონზე მოგება თავდაჯერებისთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება. "სოსიედადთან" დღეს გასასმართი დაპირისპირება ლა ლიგაში დარჩენილი რთული შეხვედრებიდან ერთ-ერთია და კუმანის გუნდმა ის აუცილებლად უნდა მოიგოს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ "რეალმა" იმარჯვა და "ბარსას", იმედია დროებით, გადაუსწრო.
სათამაშო ფორმა
"ბარსელონა" მთელი ევროპის მასშტაბით საუკეთესო ფორმაშია. კონტინენტის ტოპ 5 ჩემპიონატში 2021 წელს ერთადერთი წაუგებელი გუნდია - "ბარსა". კუმანის შეგირდებმა წელს ლა ლიგაში ჩატარებული 12 შეხვედრიდან 11 მოიგეს და 1 ფრედ ითამაშეს, გუნდინს წაუგებელი სერია კი 17 მატჩს ითვლის. "ბლაუგრანამ" ბოლო 4 შეხვედრა მარტივადნ მოიგო და ამ 4 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. სტუმრად კი კატალონიელებმა ზედიზედ 8-ჯერ იმარჯვეს.
ბოლო თამაშების წაგების მიუხედავად ცუდად არც "სოსიედადი" გამოიყურება. გრანადაში წაგებამდე სან სებასტიანელებს ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 2 ქულა ჰქონდათ დაკარგული, ისიც "რეალთან" მადრიდში. იმანოლ ალგუასილის გუნდი ლა ლიგაში მე-5 ადგილზეა.
დანაკლისი
"ბარსელონას" 4 ფეხბურთელი არ ეყოლება. რონალდ კუმანი ჟერარ პიკეს, ფილიპე კოუტინიოს, სერჟი რობერტოსა და ანსუ ფატის მოისაკლისებს. კარგი ამბავი ისაა, რომ პიკე და რობერტო, დიდი ალბათობით, ამ თამაშის შემდეგ დაბრუნდებიან.
დანაკლისი აქვს მასპინძელ გუნდსაც. ალგუასილს ლუკა სანგალი, მიგელ ანხელ მოია, ხოსება სალდუა და არიც ელუსტონდო არ ეყოლება. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა ნაჩო მონრეალის, დავიდ სილვას, მარტინ სუბიმენდისა და კარლოს ფერნანდესის თამაშიც.
ურთიერთშეხვედრები
ეს გუნდები ერთმანეთს 186-ჯერ შეხვედრიან. დიდი უპირატესობა, რა თქმა უნდა, "ბარსელონას" აქვს - 107 მოგება, 43 ფრე, 36 წაგება, 378 გატანილი და 188 გაშვებული გოლი.’
"ბლაუგრანას" "სოსიედადთან" 12 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ამ 12 თამაშიდან კატალონიელებმა 2 ფრედ დაასრულეს და 10 მოიგეს, მათ შორის ერთი თერთმეტმეტრიანების სერიაში (ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში).
სან სებასტიანში გამართული 86 დაპირისპირებიდან 25 "ბარსამ" მოიგო, 32 "სოსიედადმა", ხოლო 29 ფრედ დასრულდა.
"ბარსას" "ანოეტაზე" უკვე 5 მატჩია არ წაუგია. ამ 5 შეხვედრიდან კატალონიელებმა 3 მოიგეს. მანამდე კი 7 მატჩიანი მოუგებელი სერია იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ 2007 წლის შემდეგ "ანოეტაზე" გამართულ 12 თამაშში "ბარსელონამ" კარი მშრალად მხოლოდ ერთში შეინახა.
საინტერესო ფაქტები
- "ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 8 გასვლითი თამაში მოიგო;
- ლა ლიგის ბოლო 8 გასვლითი თამაშიდან 7-ში "ბარსელონამ" პირველი ტაიმიც მოიგო და მთლიანი შეხვედრაც;
- ლა ლიგის ბოლო 8 გასვლითი თამაშიდან 6-ში "ბარსელონამ" კარი მშრალად შეინახა;
- ლა ლიგის ბოლო 11 თამაშიდან 10-ში "ბარსელონას" 2 ან მეტი გოლი გაჰქონდა;
- "ბარსელონას" "სოსიედადთან" გამართულ ბოლო 12 თამაშში წაგება არ აქვს. ამ 12 მატჩში "ბარსას" გოლი ყოველთვის გაჰქონდა;
- "სოსიედადმა" ლა ლიგის ბოლო 3 საშინაო თამაშში პირველი ტაიმიც მოიგო და მთლიანად თამაშიც;
- "სოსიედადის" მიერ ლა ლიგაში ჩატარებულ ბოლო 3 თამაშში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- ამ გუნდებს შორის ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან 5-ში გოლის გატანას "ბარსელონაც" ახერხებდა და "სოსიედადიც";
- ბოლო 9 თამაშიდან 8-ში "ბარსელონა" ანგარიშის გახსნას ახერხებდა.
რონალდ კუმანი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
WhoScored
სოსიედადი (4-3-3): რემირო, გორასაბელი, სუბელდია, ნორმანი, მონრეალი, ილირამენდი, მერინო, სილვა, პორტუ, ისაკი, ოიარსაბალი
ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი, მინგესა, დე იონგი, ლანგლე, დესტი, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი
SofaScore
სოსიედადი (4-3-3): რემირო, გორასაბელი, სუბელდია, ნორმანი, მონრეალი, ილიარამენდი, მერინო, სილვა, პორტუ, ისაკი, ოიარსაბალი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი
Marca
სოსიედადი: რემირო, გოროსაბელი, სუბუელდია, ნორმანი, აიენი, ილიარამენდი, მერინო, სილვა, იანუზაი, ოიარსაბალი, ისაკი
ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, მინგესა, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, გრიზმანი
Sport
სოსიედადი (4-3-3): რემირო, გორასაბელი, ნორმანი, სუბელდია, მუნიოსი, ილიარამენდი, მერინო, სილვა, ოიარსაბალი, პორტუ, ისაკი
ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, მინგესა, არაუხო, ლანგლე, დესტი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, დემბელე
პროგნოზი
- WhoScored: 1-2
- Sportskeeda: 1-3
- Sportsmole: 0-1
- Squawka: 1-2
ტრანსლაცია
თამაში თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.
კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]