ფერნანდო ტორესი:"ვერ ვხვდები, როგორ ახარხებს გვარდიოლა, რომ ყველანი კმაყოფილები არიან"
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა გამოკვეთა პეპ გვარდიოლას მიღწევები იმ კუთხით, რომ მწვრთნელი აგრძელებს "ბარსასთან" ერთად გამარჯვებებს და ამავდროულად იქცევა ისე, რომ "ყველანი კმაყოფილები არიან."
აი, როგორ გამოხატა ტორესმა აღტაცება "ბარსელონას" მწვრთნელის მიმართ: "ძალიან რთულია "ბარსელონას" ამბიციების მხარდაჭერა. მარტივი არაა გამარჯვება ყოველ წელს, სამი წლის განმავოლბაში, ოთხი წლის განმავლობაში. არ ვიცი, რას აკეთებს გვარდიოლა, რომ ყველა ფეხბურთელი კმაყოფილია. ის ყველა მოთამაშისთვის პოულობს ადგილს და კანტერას გამოყენებასაც ახერხებს."
ტორესმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ ახლა "ჩელსის" შეუძლია, ჰქონდეს ხუან მატას იმედი. "მატას შეუძლია ჩვენი გაზრდა. ის ჩვენს თამაშს სხვა სისწრაფეს შესძენს და ძალიან დაგვეხმარება." - ხაზი გაუსვა ტორესმა.
შეკითხვაზე, თუ რომელ ფეხბურთელებს იყოლიებდა თავის იდეალურ გუნდში, ტორესმა უპასუხა: "სერხიო რამოსსა და ანდრეს ინიესტას."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]