"ლივერპული" პედრით დაინტერესდა - "ბარსა" ახალ კონტრაქტს ამზადებს

"ლივერპული" პედრით დაინტერესდა - "ბარსა" ახალ კონტრაქტს ამზადებს

"ლივერპული" "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველით, პედრით დაინტერესდა, იტყობინება Mirror.

ბრიტანული წყაროს ინფორმაციით, "სქაუზერებმა" 18 წლის მოთამაშის წარმომადგენლებს თავიანთი ინტერესის შესახებ შეატყობინეს, თუმცა კატალონიელებს სურთ, რომ მასთან კონტრაქტი გაახანგრძლივონ.

პედრის "ბარსელონასთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, შემდგომში ორი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით, ხოლო გამოსასყიდი თანხა 70 მილიონ ფუნტს შეადგენს.

ახალი ხელშეკრულება ოთხწლიანი იქნება, გამოსასყიდი თანხა კი ასტრონომიული - 350 მილიონი ფუნტი. "ლივერპულმა" იცის, რომ პედრის ტრანსფერის განხორციელება რთული ამოცანაა, მაგრამ "წითლები" გაჩერებას არ აპირებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 10 აპრილი 2021 22:54
    0
    ვერ მივართვი პედრის ადგილი ბარსელონაშია.
    Culé [?]
    #6 10 აპრილი 2021 21:17
    0
    Lionel Messi - 10,
    მეც მაგას ვამბობ ათამშებენ ძირითადში ტიაგოს, რაუნდა ტიკიტაკაზე აღზრდილ ფეხბურთელს ლივერპულში? მოკლაა ლივერპულის სისწრაფე
    Always cule
    სტუმარი [?]
    #5 10 აპრილი 2021 20:57
    0
    დავუხატავთ ლივერპულს.
    მოინდომეს პედრი და კაი ცხოვრება. არც ბარსა გაუშვებს და არც თვითონ მოისურვებს წასვლას.
    ფანი [?]
    #4 10 აპრილი 2021 20:37
    1
    140 თუ ის იდიოტი ბრაზილიელი მიყიდეს უარეს იდიოტ ბართლომეოს. პედრი ორჯერ უკეთესი ნაღდათ არის. ასე რომ გამოუშვან 280 მილიონი და ვიფიქრებთ. და ფიქრის შემდეგ გავაეიმებთ.
    Culé [?]
    #3 10 აპრილი 2021 20:06
    2
    პედრი არც წავა და არც ლაპორტა გაუშვებს. მომავლის იმედია პედრიტო❤💜
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #2 10 აპრილი 2021 19:47
    1
    პედრის ხელი არ დაედოს!
    Culé [?]
    #1 10 აპრილი 2021 19:40
    2
    300 რომ გადაიხადონ პედრი არ გადავა❤️