Marca: ლაპორტა ჩავის დაუკავშირდა
"ბარსელონაში" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატის ძიება მიმდინარეობს.
როგორც მადრიდული Marca იტყობინება, კატალონიური კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ბოლო კვირებში "ალ სადის" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს დაუკავშირდა.
წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსას" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ცოტა ხნის წინ ყატარულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, "ალ სადი" "ბლაუგრანას" შეთავაზების შემთხვევაში ჩავის წასვლას ხელს არ შეუშლის.
ჩავიმ აზიური გუნდი 2019 წლის მაისში ჩაიბარა და მან უკვე ექვსი ტიტულის მოგება მოასწრო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]