Cat Radio | ლაპორტა ჩეფერინს კვირას შეხვდება
სუპერ ლიგის შემადგენლობაში ამ მონეტისათვის 3 კლუბია დარჩენილი: "ბარსელონა", "რეალი" და "იუვენტუსი". 1 კვირის წინ უეფამ მათი და დარჩენილი 9 კლუბის მისამართით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ამჟამად სუპერ ლიგის შემადგენლობაში მყოფნი გაცილებით მძიმედ დაისჯებოდნენ. შესაძლო სანქციაში საუბარი ევროპული ტურნირებიდან მოკვეთაზეც კი იყო.
Cat Radio-ს ინფორმაციით, ამ საკითხის განსახილველად ჟოან ლაპორტა უეფას პრეზიდენტს, ალექსანდრ ჩეფერინს კვირას, ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე შეხვდება. უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად ჩეფერინს ლაპორტას მიმართ დადებითი შეხედულებები ჰქონდა და სუპერ ლიგაში მყოფ გუნდთა მესვეურთაგან ყველაზე "უდანაშაულოდ" სწორედ "ბარსას" პრეზიდენტს მიიჩნევდა.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონა" "ჩელსის" დაუპირისპირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]