პაბლო საბალეტა: მესის "ბარსელონაში" ყველაფერი აქვს

პაბლო საბალეტა: მესის "ბარსელონაში" ყველაფერი აქვს

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა არგენტინელმა მცველმა, პაბლო საბალეტამ თავის თანამემამულეებზე, ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროზე ისაუბრა, რომელიც კატალონიურ კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

მესი გამარჯვებულია და თუ ლაპორტას შეუძლია მისთვის მიმზიდველი სპორტული პროექტის შეთავაზება, ვფიქრობ, რომ ის დარჩება. მან მთელი ცხოვრება ბარსელონაში გაატარა, აქ მას ყველაფერი აქვს.

კუნს 33 წელი უსრულდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხარისხით მას შეუძლია ნებისმიერი კლუბისთვის საინტერესო მოთამაშე იყოს. ეს სიმართლეა, რომ ტრავმების გამო აგუერომ ამ სეზონში ცოტა ითამაშა, მაგრამ თუ ის კარგ ფიზიკურ ფორმაში შევა, მას გოლის გატანის წარმოუდგენელი უნარი ექნება.

- ციტირებს საბალეტას Esports RAC1.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 მაისი 2021 14:34
    0
    რა თქმა უნდა, როგორც აქ ზოგიერთები ამბობენ ხოლმე: "ბარსამ მესის ყველაფერი მისცა"-ო,
    თუმცა იმას აღარ ამბობენ რომ იმდენი რამდენიც ლეომ მისცა ბარსას ბარე 3-4 ფეხხბურთელს ერთად არ ექნება მიცემული.