ჩავის შეთავაზებები დორტმუნდიდან და ბრაზილიის ნაკრებიდან აქვს
ჩავი ერნანდესთან დაახლოებული პირის, ხავი მიგელის ინფორმაციით, ამჟამად "ალ სადის" მწვრთნელმა 2 დიდი შეთავაზება უკვე მიიღო.
"ბარსელონას" ყოფილი წევრის გადაბირებას "დორტმუნდი" და ბრაზილიის ნაკრები ცდილობენ - წყაროს ცნობით, "სელესაოს" სურს, კატალონიელი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ტიტეს ასისტენტად დანიშნოს, მომავალში კი მთავარი მწვრთნელი გახდეს.
რაც შეეხება "ბორუსიას", გერმანელებმა "ბლაუგრანას" ლეგენდას 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რომელიც პლუს კიდევ 1 წელსა და გუნდის ჩაბარების პერსპექტივას შეიცავს.
მიუხედავად ამისა, ესპანელ ახალბედა სპეციალისტს სხვა გეგმები აქვს - ის ან "ალ სადში" დარჩება, ან შეთავაზების მიღების შემთხვევაში, კარიერას "ბარსაში" განაგრძობს.
ცოტა ხნის წინ El Chiringuito-ს ეთერში გაჟღერდა, რომ მომდევნო სეზონში ერნანდესის მოყვანის საკითხი გამორიცხულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]