რატომ უნდა შეინარჩუნოს "ბარსამ" ემერსონი - 5 მიზეზი

რატომ უნდა შეინარჩუნოს "ბარსამ" ემერსონი - 5 მიზეზი

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" ფიქრობს, თუ რა გადაწყვეტილება მიიღოს ამჟამად "ბეტისში" მოთამაშე მარჯვენა მცველის, ემერსონ როიალის მომავალთან დაკავშირებით.

მისი გაყიდვით კატალონიურმა კლუბმა, შესაძლოა, 25 მილიონი ევრო გამოიმუშავოს, მაგრამ პორტალი Tribuna წარმოგვიდგენს ხუთ მიზეზს, რის გამოც "ბარსამ" ბრაზილიელ ფეხბურთელს შანსი უნდა მისცეს.

მიზეზი 1: ის თავდაცვითი კუთხით დესტზე უკეთესია

სერჟინიო დესტი შესანიშნავი განაპირა მცველია, მაგრამ გუნდს ასევე საიმედო ცენტრალური მცველი სჭირდება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მას გადაფარავს. ამ სეზონში "ბარსამ" რამდენიმე გოლი სწორედ ამერიკელის ზონიდან გაუშვა - ერთ-ერთი მათგანი კი "გრანადასთან" მატჩში იყო, რამაც ლა ლიგის მოგების შანსები დაამსხვრია, ვინაიდან დესტი მარტივად მოტყუვდა.

ემერსონის დაცვით უნარებზე კი არ უნდა ვიდარდოთ. მოდით შევადაროთ ამ ორი მოთამაშის თავდაცვითი სტატისტიკა მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში.

ართმევები ყოველ მატჩში

  • ემერსონი: 2.7
  • დესტი: 1

ჩაჭრები ყოველ მატჩში

  • ემერსონი: 1.8
  • დესტი: 0.3

მოგებული ოფსაიდები ყოველ მატჩში

  • ემერსონი: 0.5
  • დესტი: 0

კარის გადარჩენა ყოველ მატჩში

  • ემერსონი: 2.5
  • დესტი: 0.6

მეტოქის მიერ მოტყუება ყოველ მატჩში

  • ემერსონი: 1
  • დესტი: 0.4

მიზეზი 2: მას ასისტების კეთება უყვარს

ბრაზილიელმა "ბეტისში" ჩატარებულ 80-ზე ნაკლებ მატჩში 10 ასისტი მიითვალა. ემერსონი განსაკუთრებით კარგია, როცა ბურთით წინ მიიწევს და საჯარიმოში თავდამსხმელს ეძებს.

თუ "ბარსა" მაღალი დონის თავდამსხმელის გაფორმებას შეძლებს, მაშინ კატალონიელებს შემადგენლობაში ემერსონის მოაზრებაც შეუძლიათ.

მიზეზი 3: ემერსონი ევროკავშირის ადგილს არ დაიკავებს

ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებს კატალონიური მედია. გავრცელებული ინფორმაციით, ემერსონი ესპანეთის მოქალაქეობას იღებს.

იმის გათვალისწინებით, რომ მატეუს ფერნანდესი, სავარაუდოდ, იჯარით წავა ან სარეზერვო გუნდში ითამაშებს, სრულიად შესაძლებელია, რომ "ბარსას" სამი ცარიელი EU ადგილი დარჩეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ემერსონი კლუბში დარჩება.

მიზეზი 4: ემერსონს "ლურჯ-ბროწეულისფერობა" უნდა

"ბარსელონაში" თამაში ჩემი ბავშობის ოცნებაა. აქ მოთამაშე ბრაზილიელების გამო ყოველთვის "ბარსას" ფანი ვიყავი." - თქვა ემერსონმა 2020 წლის აპრილში.

ასევე, ამავე ინტერვიუში მან თქვა, რომ ის ყოველთვის მზად იყო "ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ღირსება დაეცვა. ბოლო ცნობებით, მან ბარსელონაში სახლი იყიდა.

მიზეზი 5: მისი სატრანსფერო ღირებულება გაიზრდება

მალე ის "ბლაუგრანას" შეუერთდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამწვრთნელო შტაბი ზაფხულში მისით უკმაყოფილო იქნება, ის ფაქტი, რომ ემერსონი პრესეზონის ჩატარებას კატალონიელებთან ერთად აპირებს, მას სხვა გრანდებისთვის მიმზიდველ მოთამაშედ ხდის.

ჭორების თანახმად, "ვილიარეალი" მზადაა მასში 20 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს. წარმოიდგინეთ, როგორი თანხის გადახდას შეძლებენ კლუბები, თუ ემერსონი "ბარსაზე" შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 20 მაისი 2021 15:40
    0
    ის თავდაცვითი კუთხით დესტზე უკეთესია, აქ სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ მე მეოთხე პუნქტი უფრო მომეწონა.
    Anti-madridistaaa
    სტუმარი [?]
    #7 20 მაისი 2021 12:28
    0
    ემერსონი და დესტი მშვენიერია
    Culé [?]
    #6 20 მაისი 2021 01:02
    0
    რობერტო უნდა.წავიდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 მაისი 2021 23:55
    0
    მაშინ რობერტო ნახ ჰაუზე....
    ნუ ისედაც სახლშია, მაგრამ მაინც ნახ ჰაუზე, ბარსა ბ-ში, იქნება იქედან დაეხმაროს, სეგუნდაში გადაიყვანოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 მაისი 2021 23:00
    0
    ციტატა: duggu
    ციტატა: ROUCH
    უეჭველი საყიდია თუ არ ივარგა მოგებას მაინც ნახავენ. რაც მთავარია ფიზიკურად ძლიერია ადვილად ვერ გაექცევიან მეტოქის შემტევები აბა დესტი ჯერ მარტო მენდიმ ათრია იღიაში ამოიჩრიდა და ისე დადიოდა


    ყიდვა არ ჭირდება, ისედაც ბარსასია

    9 მილიონი უნდა გადაუხადონ ბეტისს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 მაისი 2021 22:42
    1
    კონკურენციის პონტში კაია დესტისთვის ამია მოყვანა გამოფხიზლდება ცოტა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 19 მაისი 2021 21:11
    1
    ციტატა: ROUCH
    უეჭველი საყიდია თუ არ ივარგა მოგებას მაინც ნახავენ. რაც მთავარია ფიზიკურად ძლიერია ადვილად ვერ გაექცევიან მეტოქის შემტევები აბა დესტი ჯერ მარტო მენდიმ ათრია იღიაში ამოიჩრიდა და ისე დადიოდა


    ყიდვა არ ჭირდება, ისედაც ბარსასია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 მაისი 2021 20:57
    0
    უეჭველი საყიდია თუ არ ივარგა მოგებას მაინც ნახავენ. რაც მთავარია ფიზიკურად ძლიერია ადვილად ვერ გაექცევიან მეტოქის შემტევები აბა დესტი ჯერ მარტო მენდიმ ათრია იღიაში ამოიჩრიდა და ისე დადიოდა