ოფიციალურად: დანი ალვესს ბრაზილიის ნაკრებში ემერსონი შეცვლის
ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, დანი ალვესი, რომელიც ამჟამად მშობლიურ "სან პაულუში" ასპარეზობს, მუხლის ტრავმის გამო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამოტოვებს.
როგორც ცნობილია, 38 წლის ლეგენდარულ მოთამაშეს ბრაზილიელს ნაკრებში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მფლობელობაში მყოფი მარჯვენა მცველი, ემერსონი შეცვლის.
"სელესაო" ივნისში გასამართ შესარჩევ რაუნდში ორ შეხვედრას ჩაატარებს: ტიტეს გუნდი 4 ივნისს ეკვადორს უმასპინძლებს, 9 ივნისს კი პარაგვაის ესტუმრება.
რაც შეეხება ემერსონს, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, "ბლაუგრანამ" 22 წლის ფლანგელი მომავალ ზაფხულში დაიბრუნოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]