კონფლიქტი მოგვარდა - მესი და გარი მედელი შერიგდნენ
არგენტინისა და ჩილეს ნაკრებების შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიონელ მესიმ გარი მედელს მაისური გადასცა. ფეხბურთელებმა ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

როგორც ჩანს, 2019 წლის კოპა ამერიკაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ "ბარსელონასა" და "ალბისელესტეს" კაპიტანსა და ჩილელ მცველს შორის კონფლიქტი მოგვარებულია.
როგორც გახსოვთ, ტურნირის მესამე ადგილისთვის მატჩში ფიზიკური შეკამათებისთვის ორივე ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს. მესის კარიერაში ეს სულ მეორე წითელი ბარათი იყო.
არგენტინა-ჩილეს გუშინდელი მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან გოლი ლეო მესიმ გაიტანა, სტუმარი გუნდიდან კი მას ალექსის სანჩესმა უპასუხა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]