ლეო მესის არგენტინამ ქულები დაკარგა
არგენტინის ნაკრებმა 2021 წელი წარუმატებლად დაიწყო. ლეო მესის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩილეს უმასპინძლა და ქულები ზედიზედ მე-2 საშინაო შეხვედრაში დაკარგა.
ცოტა ხნის წინ დასრულებულ შეხვედრაში ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა. 23-ე წუთზე მან ლაუტარო მარტინესის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. 13 წუთში ჩილელებმაც გაიტანეს - არგენტინელთა ცარიელი კარი "ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა აიღო.
მესის გოლის გატანის კიდევ რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ ყოფილმა თანაკლუბელმა, კლაუდიო ბრავომ მას რთული ბურთები აუღო.
5 ტურის შემდეგ არგენტინა ისევ დაუმარცხებელია, მაგრამ "ალბისელესტეს" უკვე 4 ქულა აქვს დაკარგული. მესის გუნდი მე-2 ადგილზეა და პირველზე მყოფ ბრაზილიას ქულით ჩამორჩება, თუმცა ბრაზილიელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
საკუთარ კედლებში ფრედ ითამაშა რონალდ არაუხოს ურუგვაიმაც. პარაგვაისთან გამართულ უგოლო მატჩში "ბარსელონას" ახალგაზრდა მცველი სათადარიგოთა შორის იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]