მირალემ პიანიჩმა ორი გუნდი უარით გაისტუმრა
"ბარსელონას" ბოსნიელ ნახევარმცველს, მირალემ პიანიჩს ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნება სურს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელმა "ბიანკონერის" გამო ორი გუნდის შემოთავაზება დაბლოკა. პიანიჩი "იუვეს" ნაბიჯს ელოდება, თუმცა ცნობილია, რომ ტურინელთა პრიორიტეტი მანუელ ლოკატელის შეძენაა.
მანამდე გავრცელებული ცნობებით, მირალემი მზადაა, ხელფასიც კი დაიკლოს, რათა "ბებერმა ქალბატონმა" მისი დამატება შეძლოს.
პიანიჩს "ბარსასთან" კონტრაქტი 2024 წელს ეწურება. ფეხბურთელმა იცის, რომ ის კატალონიური გუნდის გეგმებში არ შედის.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]