ვალდესი: "ჩვენი თამაში "რეალთან", დამოკიდებული იქნება მსაჯზე"

ვალდესი: "ჩვენი თამაში "რეალთან", დამოკიდებული იქნება მსაჯზე"

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა, განაცხადა, რომ თავისი გუნდის თამაში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, დამოკიდებული იქნება მსაჯზე. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

ესპანეთის ანკრების კიპერი ამას ბოლო ორი "კლასიკოდან" გამომდინარე ამბობს და თვლის, რომ არბიტრებმა ამ ორ მატჩში არანაკლები როლი ითამაშეს, ვიდრე ფეხბურთელებმა.

 

"ჩვენ უკვე ვიცით, რაც შეიძლება მოხდეს "რეალთან" მატჩში, მაგრამ "ბარსელონას" ფეხბურთელები ყველაფრისთვის მზად არიან. შევძლებთ თუ არა ჩვენი თამაშის ბოლომდე რეალიზებას, ნამდვილად რთული სათქმელია. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება შეხვედრის არბიტრზე, მაგრამ ეს აზრი არ უნდა ავიკვიატოთ. ჩვენ უბრალოდ აპელირება უნდა მოვახდინოთ საკუთარი თამაშის ფილოსოფიისა. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ბურთის კონტროლსა და მომენტების გამოყენებაზე". დაასრულა ვიქტორ ვალდესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.