ბარსელონას მორიბას მინიმუმ 15 მილიონად გაშვება სურს | ARA
"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ილაიშ მორიბას 15 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად გაშვება არ სურს. ამ ინფორმაციას ARA ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ამჟამად "ბარსას" არცერთი კლუბი 5 მილიონზე მეტს არ სთვაზობს, თუმცა კატალონიელებს 18 წლის ფეხბურთელის ასე იაფად დათმობა არ სურთ.
"ბლაუგრანა" მორიბას გაყიდვაზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც მასთან, ფინანსური დეტალების გამო, ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ მოახერხა.
მოთამაშე ამჟამად სარეზერვო გუნდში ვარჯიშობს, სადაც, სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე დარჩება.
ესპანელ-გვინეელის ხელშეკრულება 2022 წელს იწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]