ლაიფციგი მორიბას წარმომადგენლებს დაუკავშირდა

ლაიფციგი მორიბას წარმომადგენლებს დაუკავშირდა

"ლაიფციგი" "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ილაიშ მორიბას შეძენით ინტერესდება. ამ ინფორმაციას Sport1 ავრცელებს.

გერმანული გამოცემის მტკიცებით, შესაძლოა, 18 წლის ფეხბურთელი "ლაიფციგში" იმ შემთხვევაში გადავიდეს, თუ გუნდს მარსელ ზაბიცერი დატოვებს. ხსენებულ მოთამაშეებს საერთო აგენტი ჰყავთ.

წყაროს თანახმად, კლუბი მორიბას წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა. 

ადრე გავრცელებული ცნობებით, "ლაიფციგმა" "ბარსას" 8 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. უკანასკნელი ინფორმაციით, "ბლაუგრანა" მორიბას 20 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა.

ახალგაზრდა შუახაზელის შეძენა "მანჩესტერ სიტისა" და ლონდონის "ტოტენჰემსაც" სურთ.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 აგვისტო 2021 08:07
    0
    When will be his presentation
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 24 აგვისტო 2021 14:32
    0
    მოკლედ მაგრა გაბურღა ამან ტვინი. იმედია სადაც გადავა ვერ გაამართლებს და იქიდანაც მოისვრიან. და ვუსურვებ სულ ასე მოხეტიალე ფეხბურთელად დარჩეს.
    Bobi
    სტუმარი [?]
    #2 23 აგვისტო 2021 20:00
    0
    მოუწევს მგონი ამ ბიჭს მთელი სეზონი სკამზე ყოფნა. მერე ვიღას მოუნდება ნახავს კარგად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 აგვისტო 2021 12:32
    1
    ძალიან კარგი
    --------------------
    THUGS