ხეტაფესთან თამაშის მსაჯი ცნობილია

ხეტაფესთან თამაშის მსაჯი ცნობილია

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრების მსაჯები დაასახელა. ცნობილი გახდა "ბარსელონასა" და "ხეტაფეს" დაპირისპირების მთავარი არბიტრის ვინაობაც.

"კამპ ნოუზე" გასამართ შეხვედრას 41 წლის პაბლო გონსალეს ფუერტესი განსჯის. პაბლო გონსალესი 2004 წლიდან მსაჯობს, 2012 წელს მან სეგუნდა დივიზიონში, 2017 წელს კი პრიმერაში მუშაობა დაიწყო, მას შემდეგ, რაც ის ფეხბურთის ფედერაციამ მე-2 დივიზიონის სეზონის საუკეთესო არბიტრად დაასახელა.

ასტურიელ არბიტრს ლა ლიგაში სულ 79 თამაში აქვს განსჯილი. ის თამაშში საშუალოდ 5.35 ყვითელ (მე-4 ყველაზე მაღალი შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) და 0.25 წითელ (მე-7 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) ბარათს აჩვენებს. გონსალეს ფუერტესი ასევე თამაშში საშუალოდ 0.25 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს.

ფუერტესს "ბარსელონას" შეხვედრაში მხოლოდ 5-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა 4 თამაში მოიგეს, ხოლო ბოლო წააგეს, "გრანადასთან" "კამპ ნოუზე". ამ ხუთ მატჩში ფუერტესს თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნავს, წითელი ბარათი კი 2-ჯერ აჩვენა - ერთხელ მოედნიდან მეტოქე გუნდის ფეხბურთელი გააძევა, ერთხელ კი წითელი "ბარსას" დამრიგებელს, რონალდ კუმანს უჩვენა. ეს უკანასკნელი "გრანადასთან" უკვე ნახსენებ მატჩში მოხდა.

"ხეტაფეს" შეხვედრაში მონაწილეობა პაბლო გონსალესს 13-ჯერ მიუღია. მადრიდელებმა 3 მატჩი მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 2 დათმეს. ასტურიელმა არბიტრმა "ხეტაფეს" სასარგებლოდ 1 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მეტოქის სასარგებლოდ - 2. მას მადრიდული გუნდის მოთამაშე მოედნიდან არ გაუძევებია, მეტოქის ფეხბურთელს კი წითელი ბარათი 4-ჯერ უჩვენა.

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ფუერტესმა მონაწილეობა ერთ შეხვედრაში მიიღო. პირველ ტურში "ვილიარეალისა" და "გრანადას" უგოლო დაპირისპირებაში მან 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 აგვისტო 2021 16:48
    0
    იმ მეხუთე თამაშში მოგვეგო და ჩემპიონები ვიყავით წელს, ამის ჯიში გაწყდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 აგვისტო 2021 22:25
    0
    ეს გვინდოდა კაკრას
    --------------------
    THUGS