ემერსონი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს
"ბარსელონას" მარჯვენა მცველი ემერსონი დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობას არ იღებს. ამ ინფორმაციას Gol ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ემერსონი დღეს კლუბის ნებართვით არ ვარჯიშობს. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ბრაზილიელის "ტოტენჰემში" შესაძლო ტრანსფერია.
როგორც ჩანს, 22 წლის მოთამაშის ლონდონურ კლუბში გადასვლა გარდაუვალია. გავრცელებული ინფორმაციით, "დეზები" ემერსონის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდიან.
ფაბრიციო რომანოს ცნობებით, ემერსონის "ტოტენჰემში" ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]