ემერსონი ბარსელონას ემოციურად დაემშვიდობა
ახალგაზრდა ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ემერსონი "ტოტენჰემის" ფეხბურთელია. მან "ბარსელონაში" რამდენიმე კვირა გაატარა და "ბლაუგრანას" მაისურით მხოლოდ 3 თამაშის ჩატარება მოასწრო.
იმის მიუხედავად, რომ ტრანსფერი, "ბარსელონას" მსგავსად, ემერსონისთვისაც ფინანსურად მომგებიანი გამოდგა, ბრაზილიელს დიდი სიხარული ნამდვილად არ ეტყობა. თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბევრად მაღალი ხელფასის შეთავაზების მიუხედავად, ფეხბურთელს "ტოტენჰემში" გადასვლა არ სურდა. ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ ბრაზილიელმა Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, თუ რატომ არ უნდოდა მას ინგლისში ტრანსფერი.
"ბარსელონა", ჩვენი შეხვედრა ძალიან ხანმოკლე გამოდგა.
ვფიქრობ, უკვე იცი, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება შენი მაისურის ტარება იყო, შენს გულშემატკივრებთან შეხვედრა, შენ სტადიონზე.
იმ პატარა ბიჭმა, რომელიც ლურჯ-წითელ ფერებს ატარებდა, თვალი გაახილა და დაინახა, რომ მზად იყო დაეცავი და დაგხმარებოდა ყველაფერში.
ყველამ ვიცით, რომ ოცნებებს ზომა, ფორმა და დრო არ აქვს. მე გავიღვიძე და როდესაც ეს მოხდა, გულშემატკივრების, თანაგუნდელებისა და კლუბის სიყვარული მივიღე. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ის, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი, მცირედით გამომაცდევინე. არასდროს ვიცით, რას უნდა ველოდეთ. არასდროს ვიცით, ოცნება ცოტათი რეალობაა, თუ რეალობაა ცოტათი ოცნება.
წარმატებები, "ბარსელონა"! მინდა მადლობა გითხრა იმისათვის, რომ იმ მეოცნებე ბიჭს ნდობა გამოუცხადე...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]