გალიარდოს გარემოცვა ბარსელონასგან კონტაქტს უარყოფს | მატეო მორეტო
სანდო იტალიელი ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ინფორმაციით, მარსელო გალიარდოს გარემოცვა "ბარსელონასგან" კონტაქტს უარყოფს. წყაროს თანახმად, 45 წლის სპეციალისტის წარმომადგენლებმა არგენტინულ გამოცემა Diario Ole-ს დაუდასტურეს, რომ გალიარდოს სიტუაციით არავინ დაინტერესებულა.
გავრცელებული ცნობებით, "ბლაუგრანა" ახალ მთავარ მწვრთნელად გალიარდოსაც განიხილავს, თუმცა ამ უკანასკნელს "რივერ პლეიტთან" კონტრაქტი აკავშირებს, რის გამოც მისი გადაბირება რთული იქნება. ამჟამად კუმანის შეცვლის ფავორიტი კანდიდატები ჩავი ერნანდესი და რობერტო მარტინესი არიან.
ნიდერლანდელი სპეციალისტის "ბარსელონადან" დათხოვნის საკითხი "ბენფიკასთან" მარცხის შემდეგ კვლავ დღის წესრიგში დადგა. დიდი ალბათობით, სანაკრებო პაუზის შემდეგ კლუბს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]