ნიუკასლს ლანგლეს შეძენა უნდა

ნიუკასლს ლანგლეს შეძენა უნდა

"ნიუკასლმა" თვალი "ბარსელონას" ცენტრალურ მცველს, კლემან ლანგლეს დაადგა. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

"ნიუკასლს" ახალი მფლობელი ჰყავს, რომელსაც დიდი გეგმები აქვს. ბოლო დროს ინგლისური კლუბის მიერ ფილიპე კოუტინიოთი დაინტერესებაზე აქტიურად იწერებოდა, ახლა კი "კაჭკაჭების" ყურადღება "ბარსას" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ლანგლემაც მიიპყრო.

Sport-ის ინფორმაციით, "ნიუკასლი" მემარცხენე ცენტრალურ მცველს ეძებს, ლანგლეს ვარიანტი კი კლუბს ძალიან მოსწონს. ინგლისელებს ფრანგი უკანახაზელის დამატება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურთ.

ლანგლეს პოზიციები "ბარსელონაში" გასული სეზონის შემდეგ მნიშვნელოვნად შეირყა. 26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ძალიან ცოტა სათამაშო დრო აქვს. მან მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე სულ რაღაც 95 წუთი გაატარა.

ივარაუდება, რომ "ბლაუგრანა" კლემან ლანგლეს იანვარში გაყიდის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 ოქტომბერი 2021 10:17
    0
    ივარაუდება, რომ "ბლაუგრანა" კლემან ლანგლეს იანვარში გაყიდის.
    კი აბა, რიგი გვიდგას.
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #6 13 ოქტომბერი 2021 01:15
    0
    ისე გუნდში ბევრი ანტიკვარი ფეხბურთელი გვყავს და მუზეუმი ხომ არ გაუხსნათ, სხვა ხეირი არაა მაგათგან, პლასტმასის ძეგლები დაუდგას იქ ლაპომ ტურისტებისთვის.. :დდდდდ
    :jo bowtie joy y: bowtie joy
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 ოქტომბერი 2021 23:48
    1
    mere da mieci
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 ოქტომბერი 2021 21:35
    0
    უუჰ ნიუკასლი ეხლა ისეთ მაყუთშია მოწველა მოჟნა 35 მილიონში თუ შევატენეთ კაი იქნება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 ოქტომბერი 2021 19:59
    2
    შემდეგ სტატიაში დაწერენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 ოქტომბერი 2021 18:25
    4
    ლენგლე, უმთითი, კოუტინიო, სამივე არ უნდა?! ფასდაკლების პაკეტით: შეიძინე ლენგლე და კოუტინიო და მიიღე უმთითი უფასოდ satisfied
    Culé [?]
    #1 12 ოქტომბერი 2021 17:44
    3
    ე ბიჯო , ტუზი დაგვეცა :დ კოუც მივაყოლოთ ბონუს ფასდაკლებით და ჯამში 50 მილიონი გამოვრთვათ :დ