ბარსელონა-ვალენსია - მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ვალენსია - მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს ის სამმატჩიანი მონაკვეთი იწყება, რომელმაც რონალდ კუმანისა და "ბარსელონას" მომავალი უნდა გადაწყვიტოს. გავრცელებული ცნობებით, ხელმძღვანელობამ ნიდერლანდელ სპეციალისტს "ვალენსიასთან", კიევის "დინამოსთან" და "რეალთან" საშინაო თამაშებში დადებითი შედეგების ჩვენება მოსთხოვა და თავად კუმანიც იმედიანადაა განწყობილი, რადგან გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უბრუნდება. ვნახოთ, აგერ ბურთი და აგერ მოედანი.

თანაც სავსე მოედანი. ამ მატჩისწინა მიმოხილვის დროს "კამპ ნოუზე" ჯერ კიდევ ბევრი ბილეთია გასაყიდი, მაგრამ ხელისუფლებამ "ბარსას" სტადიონის სრულად შევსების უფლება მისცა და იმედი ვიქონიოთ, რომ ფეხბურთს დანატრებული გულშემატკივრები გუნდის მხარდასაჭერად მაქსიმალურად მივლენ. ეს სპორტული შედეგებისთვისაც მნიშვნელოვანია და ფინანსური მდგომარეობისთვისაც, რადგან "ბარსას" ორივე მიმართულებით ძალიან უჭირს.

სათამაშო ფორმა

სანაკრებო პაუზას ორივე გუნდი საშინელ ფორმაში შეხვდა. "ბარსელონა" კარში უფრო იშვიათად ურტყამს, ვიდრე ადრე გოლები გაჰქონდა. კატალონიელებმა ბოლო 2 შეხვედრა მშრალად წააგეს - "ბენფიკასთან" 0-3 და "ატლეტიკოსთან" 0-2. უკანასკნელ 5 შეხვედრაში "ბლაუგრანას" მხოლოდ ერთი მოგება აქვს, ისიც გასავარდნ ზონაში მყოფ "ლევანტესთან".

"ვალენსიამ" სეზონი კარგად დაიწყო და ლა ლიგის პირველ 4 ტურში მხოლოდ 2 ქულა დაკარგა, თუმცა შემდეგ აურია და ბოლო 4 თამაშში მოგების გარეშეა. ლა ლიგის ბოლო 14 გასვლით შეხვედრაში "ღამურებს" მხოლოდ 1 მოგება აქვთ.

დანაკლისი

"ბარსელონას" პრობლემები გრძელდება - გუნდს ფეხბურთელები უბრუნდებიან, მაგრამ დანაკლისი მაინც იზრდება.

სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად სავარაუდოდ უკვე მზადაა ანსუ ფატი. ველით, რომ განაცხადში მოხვდება და რამდენიმე წუთს ითამაშებს კიდეც სერხიო აგუერო. მოახლოვდა უსმან დემბელეს დაბრუნებაც, მაგრამ კლუბი მის მოედანზე შეშვებას მანამ არ აპირებს, სანამ ფრანგი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ლაზარეთში რჩებიან მარტინ ბრეითუეიტი, ალეხანდრო ბალდე და პედრი, რომლებსაც ახლახან რონალდ არაუხოც შეუერთდა.

სტუმართა მხრიდან გადაწყვეტილი მხოლოდ ისაა, რომ ვერ ითამაშებს დისკვალიფიცირებული ომარ ალდერეტე, რაც დაცვის ცენტრში დიდი დანაკლისია. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კარლოს სოლერის, დენის ჩერიშევის, ხოსე ლუის გაიას, ტიერი კორეიასა და კრისტიანო პიჩინის თამაშიც. პირველი 4 მათგანი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია.

სათამაშო ფორმის მსგავსად გუნდებს საქმე კარგად არც დანაკლისის მხრივ აქვთ.

ურთიერთშეხვედრები

"ვალენსია" "ბარსელონასთვის" მე-4 ყველაზე ხშირი მეტოქეა. ამ გუნდებს ერთმანეთში 222-ჯერ უთამაშიათ. კატალონიელებს ასეთი შედეგი აქვთ - 107 მოგება, 56 ფრე, 59 მარცხი, 431 გატანილი და 329 გაშვებული გოლი.

ბოლო წლებში "ვალენსიასთან" ძალიან გვიჭირს. უკანასკნელი 7 შეხვედრიდან "ბლაუგრანამ" მხოლოდ 2 მოიგო, "კამპ ნოუზე" გამართული ბოლო 4 თამაშიდან კი მხოლოდ ერთი.

ამ გუნდების თამაშები ბოლო დროს უხვგოლიანობით გამოირჩევა. ბოლო 8 მატჩიდან შვიდში გოლი ორივე გუნდმა გაიტანა, ექვსში კი 3 ან მეტი გოლი გადიოდა.

"ბარსელონამ" "ვალენსიასთან" ლა ლიგის მატჩში კარის მშრალად შენახვა ბოლოს 2014 წელს მოახერხა, მას შემდეგ კი 12 თამაში ჩაატარა. ბოლო 6 მატჩში "ბარსა" სტაბილურად 2 გოლს უშვებს.

არბიტრი

შეხვედრას ცნობილი ესპანელი არბიტრი ხესუს ხილ მანსანო გაუძღვება. ამ მსაჯის მონაწილეობით გამართულ შეხვედრებში "ბარსელონასა" და "ვალენსიას" სტატისტიკა შეგიძლიათ ამ გვერდზე ნახოთ.

საინტერესო ფაქტები

  • მიმდინარე სეზონში გამართულ 9 თამაშში "ბარსელონამ" კარი მშრალად მხოლოდ ორჯერ შეინახა;
  • ბოლო 2 თამაშში "ბარსელონას" გოლი არ აქვს გატანილი;
  • "ვალენსიას" 4 მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს;
  • ამ გუნდების ბოლო 8 ურთიერთშეხვედრიდან შვიდში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდებს შორის "კამპ ნოუზე გამართული ბოლო 9 თამაშიდან რვაში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო 6 თამაშში "ვალენსია" მინიმუმ 2 გოლის გატანას ახერხებდა;
  • "ვალენსიას" სტუმრად გამართულ ბოლო 14 თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს;
  • ამ გუნდების ბოლო 7 ურთიერთშეხვედრიდან ექვსში ანგარიში "ვალენსიამ" გახსნა;
  • ამ გუნდების ბოლო 8 ურთიერთშეხვედრიდან შვიდში გოლის გატანას "ბარსელონაც" ახერხებდა და "ვალენსიაც";
  • ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 10 თამაშიდან რვაში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "ბარსელონა" ბოლო 7 თამაშიდან ხუთში 10 ან ნაკლებ კუთხურს აწოდებდა;
  • "ვალენსიას" ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • "ვალენსიას" ბოლო 8 თამაშში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "ვალენსიას" ბოლო 8 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწოდებდნენ.

მწვრთნელები მატჩის წინ

რონალდ კუმანი

თანდათან ვიღებთ იმ შემადგენლობას, რომელიც გვინდა. ტრავმებმა ჩვენზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა. როცა ყველა გამოჯანმრთელდება, შევძლებთ, რომ ლიგის მოგებისთვის ვიბრძოლოთ.

კუმანის კომენტარი სრულად

ხოსე ბორდალასი

ძალიან ხშირია, რომ "ბარსელონას", "რეალის" ან "ატლეტიკოს" მსგავსი გუნდი სეზონს ცუდად იწყებს და ყველა თამაშს, სადაც ფავორიტად მოიაზრება, ვერ იგებს, თუმცა, ეს იმას არ  ნიშნავს, რომ კატალონიური კლუბი ჩემპიონობის კანდიდატი არაა.

ხოსეპ ბორდალასის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობები

სამწუხაროდ, არცერთი გამოცემა გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში არ მოიაზრებს.

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, გარსია, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი, მემფისი, კოუტინიო, ფატი

ვალენსია (4-4-2): სილესენი, ფოლკიე, პაულისტა, დიაკაბი, გაია, ვასი, გილამონი, სოლერი, დურო, გედეში, გომესი

WhoScored

ბარსელონა (4-4-4): ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი, ფატი, ლ. დე იონგი, დეპაი

ვალენსია (4-4-2): სილესენი, კორეია, პაულისტა, დიაკაბი, ლატო, სოლერი, ვასი, გილამონი, დურო, გედეში, გომესი

SofaScore

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი, დესტი, გარსია, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ნიკო, ფ. დე იონგი, გავი, ფატი, დეპაი

ვალენსია (4-4-2): სილესენი, ფოლკიე, პაულისტა, დიაკაბი, ლატო, მუსა, ვასი, გილამონი, დურო, დე სოუზა, გედეში

პროგნოზი

  • WhoScored: 2-2
  • Sportskeeda: 3-1
  • Sportsmole: 2-1

ტრანსლაცია

თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 17 ოქტომბერი 2021 20:01
    0
    მე მგონი დღეს კარგ ფეხბურთს აჩვენებენ და იმედია მოვიგებთ კიდეც. დიდი იმედი მაქვს რატომღაც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 ოქტომბერი 2021 15:07
    0
    Whoscored-ის ვერსიით ბარსა 4-4-4 სისტემით ითამაშებსო. კუმანი და მისი თანაშემწეც შემოვა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 ოქტომბერი 2021 14:58
    0
    იქეთ კარში სილესენი იდგება თუ მამარდა?! barca-6
    Culé [?]
    #3 17 ოქტომბერი 2021 14:18
    0
    ტერ შტეგენი
    დესტი-პიკე-გარსია-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-რობერტო
    დემირი-დეპაი-ანსუ ფატი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #2 17 ოქტომბერი 2021 13:41
    0
    გული ცუდს მიგრძნობს.. მგონია 3 ით 0 ს წავაგებთ.. იმედია ვცდები😒
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ოქტომბერი 2021 12:54
    0
    კუმანს 3 მცველიანი ტაქტიკა თუ უნდა 3-4-3 ით მაინც ითამაშოს რო ვინგერები არ დაიჩაგრონ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.