დანი ოლმოს იანვარში შეძენა რთული იქნება

დანი ოლმოს იანვარში შეძენა რთული იქნება

"ბარსელონა" ახლო მომავალში თავდამსხმელით გაძლიერებას აპირებს, კლუბის ხელმძღვანელების ფავორიტი კი დანი ოლმოა, რომელიც ამჟამად "ლაიფციგში" თამაშობს. 

კატალონიელებს სურთ, ახალგაზრდა ფეხბურთელი რაც შეიძლება მალე დაიმატონ, თუმცა, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ეს ადვილი არ იქნება. გერმანული კლუბი არ აპირებს, გუნდის ერთ-ერთ ლიდერს იანვარში შეელიოს და თუ "ბარსა" ამას მაინც მოინდომებს, შეთანხმება 60 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შედგება. 

როგორც იცით, ოლმო "ბარსას" აკადემიის აღზრდილია. მან ახალგაზრდულ გუნდში სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო გაბედული ნაბიჯი გადადგა და საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად ხორვატიაში გადაბარგდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანიმ გამოწვევას თავი კარგად გაართვა, რადგან ამ სეზონში მისი დაბრუნება "ბლაუგრანას" პრიორიტეტია. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 ოქტომბერი 2021 19:13
    0
    ვაფშე არაფერში გვჭირდება ეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 ოქტომბერი 2021 19:08
    0
    იმ 60 მილიონს 15-იც დაამატონ და ჰოლანდი მოიყვანონ. მინიმუმ ისაკი ეგ ჰოლანდის მსუბუქი ვარიანტია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 ოქტომბერი 2021 17:10
    0
    დემბელე რომ წავა ცაცია ვინგერის საჭიროება გაჩნდება და აიაქსის ანტონიზე იჩალიჩონ უმაგრესი ბიჭია. იმედია კუმანი დესტს არ უპირებს გავინგერებას. მარჯვენა ვინგერი და მემარჯვენე რავიცი...
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    [?]
    #1 23 ოქტომბერი 2021 14:51
    2
    საჭიროებაც არაა სხვა პოზიციებზე უფრო გვიჭირს.