ჟოან ლაპორტა: სპონსორობას ბუკმეკერული და ვიაგრას მწარმოებელი კომპანიები გვთავაზობდნენ
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კლუბის გენერალურ ასამბლეაზე კლუბის წევრების შეკითხვებს უპასუხა და საინტერესო საკითხებს შეეხო.
ჟოანმა პირველი ვადით პრეზიდენტობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სპონსორის პოვნასთან დაკავშირებით დიდი სირთულეები არსებობდა:
რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგალითად, ბუკმეკერებისგან და კომპანიისგან, რომელსაც ვიაგრას გაყიდვა სურდა, თუმცა ეს ჩვენ შესაფერისად არ მიგვაჩნდა და არჩევანი UNICEF-ზე შევაჩერეთ.
"ბარსელონას" მაისურებზე UNICEF-ის წარწერა 2006 წლიდან 2011 წლამდე იყო დატანილი, თუმცა კლუბისა და ამ ორგანიზაციის თანამშრომლობა გაცილებით დიდ ხანს ითვლის და ახლაც გრძელდება.
ცნობისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) "ბარსას" თანხას არ უხდიდა, კლუბმა ამ ჟესტით ბავშვთა კეთილდღეობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]