ბარსელონამ გავისთან მოლაპარაკებები დაიწყო
"ბარსელონამ" გუნდის 17 წლის ნახევარმცველთან, გავისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ბარსას" უნდა, რომ გავის გამოსასყიდი თანხა, პედრისა და ანსუ ფატის მსგავსად, 1 მილიარდი ევროთი განისაზღვროს. ესპანელს შუეძლია, კონტრაქტი მხოლოდ 3 წლით გაახანგრძლივოს, რადგან კანონით არასრულწლოვან ფეხბურთელებს ხელშეკრულების სამი წლით გახანგრძლივების უფლება აქვთ.
იგივე წყარო იტყობინება, რომ გავის სხვა შემოთავაზებებიც აქვს, მაგრამ ახალგაზრდა მოთამაშეს წარმატების მიღწევა მხოლოდ "ბარსელონაში" სურს.
ცნობისთვის, გავის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2023 წელს გასდის.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]